თუთის აბრეშუმხვევია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
გრენის ფაზაში ჩანასახი ვითარდება. არამოზამთრე გრენა იმავე წელიწადს გვაძლევს ჭიას, ხოლო მოზამთრე - დიაპაუზის გავლის შემდეგ მომავალ წელიწადს. გრენიდან გამოსული ჭია მაშინვე იწყებს ჭამას, იზრდება და აგროვებს საკვებს მომდევნო ფაზებისათვის და [[აბრეშუმის პარკი|აბრეშუმის პარკის]] გასაკეთებლად. 25-30 დღეს ცოცხლობს. ამ პერიოდში 4-ჯერ იცვლის კანს და 5 სხვადასხვა ასაკს გადის. იკვებება თუთის ფოთლით. ერთი ჭია სიცოცხლეში 20-25 გ ფოთოლს ჭამს. თუთის აბრეშუმხვევიას სხეული წაგრძელებულია, თითქმის ცილინდრული ფორმა აქვს, შეიცავს სეგმენტებს და შედგება თავის, მკერდისა და მუცლისაგან. მე-5 ასაკში ჭიის სქესის გარკვევა ადვილია: დედალს მუცლის ქვედა მხარეს, მერვე და მეცხრე სეგმენტზე, აქვს ოთხი პატარა ლაქა შუაში წერტილებით, რომლებსაც იშივატის დიკოები ეწოდება. ჭია საძაფე (აბრეშუმგამომყოფი) ჯირკვლებიდან პირველივე ასაკიდან გამოყოფს აბრეშუმის ძაფს, ხოლო მე-5 ასაკში ჯირკვლები ინტენსიურად ეზრდება და სხეულის საერთო მასის 40%-ს აღწევს. ამის შემდეგ ჭია წყვეტს კვებას, ადის ცახზე და ახვევს პარკს. ეს პროცესი 3 დღეს გრძელდება.
 
[[ფაილი:Bombyx mori Caterpillar 30days 02.jpg|right|thumb|თუთის აბრეშუმხვევია 30 დღისას]]
პარკში ჭია ჭუპრად იქცევა. ეს მეტამორფოზის ფაზაა. ჭუპრს თითისტარისებრი ფორმა აქვს, ჯერ ყვითელია, შემდეგ - მუქი ყავისფერი, 10-15 დღეს ცოცხლობს. მისგან გამოსული პეპელა ზრდასრული ფაზაა. პეპლის ფუნქციაა გამრავლება, ფრენის უნარი მას დაკარგული აქვს. მამალი უფრო აქტიურად მოძრაობს. პეპელა უმთავრესად მოთეთროა, მისი სხეული მთლიანად დაფარულია ქერცლით. დედალი პეპელა 500-700 გრენს დებს და 10-15 დღეს ცოცხლობს.