ყვარყვარე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|შვილები = [[ქაიხოსრო I]] <br/> [[მზეჭაბუკი]]<br/> [[მანუჩარ I]]
}}
'''ყვარყვარე II ''ჯაყელი''''' (დ. [[1416]] – გ. [[1498]]) — [[სამცხე-საათაბაგო|სამცხის]] [[ათაბაგი]] ([[1451]]-[[1498]]), [[ივანე II]]-ის ძე. იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. სცადა ჩამოეშორებინა მესხეთის ეკლესია საქართველოს საკათოლიკოსოსაგან, მაგრამ ვერ შეძლო. ყვარყვარე II დამოუკიდებლად ამყარებდა ურთიერთობას უცხო ქვეყნებთან.
 
XV საუკუნის 50-იან წლების ბოლოს სხვა ქართველ მეფე-მთავრებთან ერთად აქტიურად იღვწოდა თურქმანთა წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ცდის ჩაშლის შემდეგ საქართველოში შინაფეოდალური ომები გაჩაღდა. [[1465]] წელს ყვარყვარე II თავს დაესხა მთავრის დასამორჩილებლად თავფარავანზე დაბანაკებულ საქართველოს მეფე [[გიორგი VIII | გიორგი VIII-ს]] და დაატყვევა. ამ ბრძოლას მოჰყვა [[ბაგრატ VI]]-ის გამეფება ქართლ-იმერეთში და [[გიორგი VIII | გიორგი VIII]]-ისა კახეთში. [[1479]] წელს ყვარყვარე II წარმატებით შეებრძოლა შემოჭრილ თურქმანებს, [[1491]] წელს კი საპასუხო შეტევაზე გადავიდა, ქ. არზრუმი აიღო და მოხარკედ გაიხადა. მეუღლესთან ერთად დაკრძალულია [[ვარძია|ვარძიის]] ანანაურის ეკლესიის ჩრდილოეთის კედლის ნიშაში მოწყობილ საძვალეში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყვარყვარე_II“-დან