თევზთეთრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 50:
| ncbi =
}}
'''თევზთეთრა''' ({{lang-la|Stenodus leucichthys}}) — ნახევრადგამსვლელი თევზი [[ორაგულისებრნი|ორაგულისებრთა]] ოჯახისა.<ref>[http://aquacultura.org/objects/13/164/ Белорыбица, или нельма — Stenodus leucichthys]</ref> ვიწრო, გვერდებში ოდნავ შეკუმშული სხეული აქვს. სიგრძე 130 სმ, წონა 14 კგ. მსხვილი ქერცლი აქვს, ციკლოიდური. პირი დიდია, კბილები წვრილი. ზურგის შეფერილობა მუქად მომწვანოა, მუცელი და გვერდები ვერცხლისფერი, ფარფლები მუქი. მტაცებელი, ტოფობისას არ იკვებება. დედალი სქესობრივ სიმწიფეს 6-7 წლისა, მამალი კი 5-6 წლისა აღწევს.<ref>[http://bse.sci-lib.com/article107254.html Белорыбица // Большая Советская Энциклопедия]</ref> გავრცელებულია [[კასპიის ზღვა]]ში. გამოიყოფა ორი ქვესახეობა: საკუთრივ თევზთეთრა ({{lang-la|Stenodus leu­cich­thys leucichthys}}) და [[ნელმა]] ({{lang-la|Stenodus leu­cich­thys nelma}}). პირველი გვხვდება [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] გამტკნარებულ მონაკვეთებზე, [[ქვირითი]]ს დასაყრელად (2-3 წელიწადში ერთხელ) შედის მდინარე [[ვოლგა]]სა და [[ურალი (მდინარე)|ურალში]], იშვიათად [[თერგი|თერგში]]. ნელმა [[ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის]] მდინარეების აუზში ბინადრობს. თევზთეთრა ძვირფასი სარეწაო თევზია, რომლის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მისი [[ხორცი]] ძალიან ფასობს [[ზურგიელი]]ს სახით. ხშირად გამოიყენება როგორც [[აკლიმატიზაცია|აკლიმატიზაციის]] ობიექტი. კვლავწარმოება ხორციელდება თევზის ქარხანაში დიდწილად ხელოვნური მოშონების შედეგად. შეტანილია რუსეთის წითელ წიგნში.<ref>[https://bigenc.ru/biology/text/1856332 Белорыбица // Большая российская энциклопедия]</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თევზთეთრა“-დან