გიორგი გუნია (მხატვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''გიორგი კონსტანტინეს ძე გუნია''' (დ. [[19 ოქტომბერი]], [[1938]], [[თბილისი]], — გ. [[30 მარტი]], [[2001]]) — [[ქართველები|ქართველი]] სცენოგრაფი, საქართველოს სახალხო მხატვარი ([[1989]]).
 
დაამთავრა [[თბილისის სამხატვრო აკადემია]] [[1966]] წელს, იქვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ([[1970]]–[[1982]]). 1980–1992 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარ მხატვრად, ხოლო 1987–1996 წლებში — საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის პირველ მდივნად. 1990 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე. ამავდროულად, 1991 წლიდან მოღვაწეობდა [[შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი|შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში]], სადაც დააარსა თეატრალურ-დეკორაციული ფაკულტეტი. გუნიას გაფორმებული აქვს 70-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოსა და საზღვარგარეთის თეატრებში: ჟან ანუი „ანტიგონე“ (1968), [[ჟან-პოლ სარტრი]] „ეშმაკი და უფალი ღმერთი“ (1995, [[რუსთაველის თეატრი|შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი]]); ჟ. ანუის „ტოროლა“ (1965), [[მიხეილ მრევლიშვილი]]ს „წმ. შუშანიკის წამება“ (1968), ვ. რასპუტინის „იცოცხლე და გახსოვდეს“ (1983, [[მარჯანიშვილის თეატრი|კ. მარჯანიშვილის სახ. აკადემიური თეატრი]]); ვადიმ კოროსტილიოვის „კომანდორის ნაბიჯები“ (1971), [[ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი]]ს „ღალატი“ (1983, [[გრიბოედოვის თეატრი|ა. გრიბოედოვის სახ. რუსული დრამატული თეატრი]]); [[უილიამ შექსპირი]]ს „მეფე ლირი“ (1972, [[რუსთავის დრამატული თეატრი]]); [[რევაზ ლაღიძე|რევაზ ლაღიძის]] „ლელა“ (1975), [[პეტრე ჩაიკოვსკი]]ს „პიკის ქალი“ (1977, [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი]]); [[კოტე მახარაძე|კოტე მახარაძის]] „ბაგრატიონები“ (1994) და „სტალინი“ (1998, [[ერთი მსახიობის თეატრი]] — „ვერიკო“); [[ბერტოლტ ბრეხტი]]ს „სამგროშიანი ოპერა“ (1964, პერმის პ. ჩაიკოვსკის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი); [[გრიგოლ რობაქიძე|გრიგოლ რობაქიძის]] „ლამარა“ (1996, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი) და სხვ. გუნიას შემოქმედებამ დიდი როლი ითამაშა 60-იანი წლების ქართული სცენოგრაფიის განახლებაში. გამოქვეყნებული აქვს ქართული სცენოგრაფიის სკოლისადმი მიძღვნილ სტატიები, აფორმებდა გამოფენებს, სადღესასწაულო კონცერტებს.
 
==ლიტერატურა==