ევგენი პოლივანოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება | სიგანე = | სახელი = ევგენი პოლივანო...
(განსხვავება არ არის)

10:09, 15 აპრილი 2020-ის ვერსია

ევგენი დიმიტრის ძე პოლიანოვი (რუს. Евге́ний Дми́триевич Полива́нов; დ. 12 მარტი, 1891 — გ. 25 იანვარი. 1938) — საბჭოთა ენათმეცნიერი, ორიენტალისტი და პოლიგლოტი.

ევგენი პოლივანოვი
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1891
სმოლენსკი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი, 1938 (47 წლის)
მოსკოვი, საბჭოთა კავშირი
საქმიანობა ენათმეცნიერი

მან იაპონური, ჩინური, უზბეკური და დუნგანური ენების, თეორიული ლინგვისტიკისა და პოეტიკის შესახებ მნიშვნელოვანი ნაშრომები დაწერა. პოლიანოვმა მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის ხალხების დამწერლობის განვითარებაში და ამასთან ერთად, იაპონური ენის კირილიზაციური სისტემა შექმნა, რომელიც საბჭოთა კავშირში ოფიციალურად იყო მიღებული და თანამედროვე რუსეთში კვლავაც გამოიყენება. მან აგრეთვე თარგმნა ყირგიზული ეროვნლი მანას პოემა რუსულად. პოლიანოვი მიჩნეულია მეცნიერად, რომელმაც იაპონურ დიალექტებს შორის არსებული ტონობრივი აქცენტების შესწავლა დაიწყო.[1]

1917 წლის რუსეთის რევოლუციის დროს პოლიანოვი ჯერ მენშევიკური, შემდეგ კი [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია}ბოლშევიკური პარტიის]] აქტიური წევრი იყო. ის 1917-1918 წლებში საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ორიენტალისტურ სექციაში, ხოლო 1921 წელს კომინტერნში მუშაობდა.

1928-1929 წლებში პოლიანოვმა ნიკო მარის იაფეტური თეორიისადმი, რომელსაც იმდროინდელი რეჟიმი ემხრობოდა, სკეპტიციზმი გამოავლინა. ამის შემდეგ ის მოსკოვისა და ლენინგრადის ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუტიდან მუქარას იღებდა და მის დაპატიმრებამდე ,,ცენტრალური აზიაში გადასახლებული იყო, სადაც მან ადგილობრივ ენებზე ნაყოფიერი ნაშრომები დაწერა.[2]

სტალინის რეპრესიების დროს პოლიანოვი 1937 წლის 16 აგვისტოს ბიშკეკში იაპონიის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 1 ოქტომბერს მან მოითხოვა დაეწერა, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა მის წინააღმდეგ დაკითხვის მკაცრი მეთოდები გამოიყენა და დაეწერა არასწორი განცხადება, რომელიც მის წინააღმდეგ გამოძიებას ჩიხში შეიყვანდა. 1938 წლის 25 იანვარს პოლიანოვი სსრკ-ს აღმასრულებელი სასამართლოს სამხედრო კოლეგიუმის დახურულ სესიაზე დაიკითხა, რის შედეგადაც მას სიკვდილი მიუსაჯეს და გადაწყვეტილება ძალაში მოსკოვის მახლობლად მოიყვანეს. 1963 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია. 2018 წლის ოქტომბერში კომუნარკაში მის სახელზე მემორიალი აღიმართა.[3]

სქოლიო

  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 December 2010. ციტირების თარიღი: 2009-11-05. Uwano, Zendo. 2009. On the Reconstruction of Japanese Accents. Talk given at the Research Centre for Japanese Language and Linguistics, University of Oxford
  2. Katerina Clark, Petersburg: Crucible of Cultural Revolution (Harvard University Press, 1995: ISBN 0-674-66336-5), p. 219.
  3. Tatarsky, Carl Schreck Nikita (2018-12-27). „Tortured Past: On Russian Memorial, Victims And Perpetrators Of Stalin's Purges Stand Side By Side“. Radio Free Europe/Radio Liberty. ციტირების თარიღი: 2018-12-28.