შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში''' — ირან-ოსმალეთს შორის [[1590]] დადებული [[ზავი]]თ [[ამიერკავკასია]]ში ოსმალები გაბატონდნენ. [[1603]] წელს [[აბას I_(ირანი)|აბას I]]-მა დაარღვია ზავი და ომი გამოუცხადა [[ოსმალეთი|ოსმალეთს]]. მისი მიზანი იყო აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან ოსმალების განდევნა, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ქართლ-კახეთის დაპყრობა; განსაკუთრებით ისწრაფოდა ხელთ ეგდო კახეთის სამეფო, რომელიც XVI საუკუნის ბოლოდან რუსეთის ხელდებული იყო. აბას I-ის მიერ [[ერევანი|ერევნის]] აღების (1604) შემდეგ ოსმალებმა უბრძოლველად დატოვეს [[ლორი]]ს, [[დმანისი]]სა და [[თბილისი]]ს ციხეები.
 
==ისტორია==
[[1608]] წლის ზაფხულში აბას I ქართლში შემოვიდა. ქართლი და კახეთი ირანის ვასალები გახდნენ. 1612 წელს ირან-ოსმალეთის ზავით აღმოსავლეთი ამიერკავკასია ირანის სამფლობელოდ გამოცხადდა. აბას I-ს არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის ვასალობა, ამიტომ 1612 წელსაც შეუდგა ლაშქრობის სამზადისს. 1613 წლის 16 ოქტომბერს ირანის დიდი ლაშქარი ისპაანიდან საქართველოსკენ დაიძრა, გაიარა არდებილი და ყარაბაღში დადგა. აბას I ხმებს ავრცელებდა, თითქოს ოსმალეთზე გალაშქრებას აპირებდა და კახეთის მეფე [[თეიმურაზ I]]-ს ერთგულების ნიშნად მძევლები მოსთხოვა; ამავე დროს ოსმალეთის სულთანს აცნობა, რომ ქართლ-კახეთის დასჯა ჰქონდა განზრახული.