კორონავირუსის პანდემია საქართველოში (2020): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 199:
[[თეოლოგი|თეოლოგები]] და სასულიერო პირები გამოეხმაურნენ ერთი ბარძიმიდან ზიარების ტრადიციას და აღნიშნეს, რომ „ერთი ბარძიმიდან ზიარება გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, „ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა“ წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება, უპირველეს ყოვლისა, მისტიური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.“ ასევე წერილის ავტორები გამოეხმაურნენ ტაძრებში დასწრების შეზღუდვას და აღნიშნეს, რომ „თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა“.<ref name="on.gepat"/>
 
წერილს ხელს სასულიერო პირები: არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი, იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი, დეკანოზი ზაზა თევზაძე, დეკანოზი ლევან მათეშვილი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი, დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე, დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე, მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე, მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია, მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი, მღვდელი ალექსი აბულაშვილი, მღვდელი მირიან მესხაძე, მღვდელი გრიგოლ ჭეჟია, დიაკონი გიორგი ღიბრაძე, დიაკონი [[ირაკლი ჯინჯოლავა]]; და თეოლოგები: ნინო საყვარელიძე, თამარ გოგუაძე, ლევან ბუკია, შოთა კინწურაშვილი, გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი), გიორგი ხუბულური, მიქაელ ბაქრაძე, საბა კევლიშვილი, ეკა ჭყოიძე, ვლადიმერ წითლიძე, კახა კურტანიძე, ვლადიმერ ნარსია, გურამ ლურსმანაშვილი, ლაშა ჯიხვაშვილი, დავით ჩიკვაიძე, ბექა მინდიაშვილი, ზურაბ ჯაში აწერენ.<ref name="on.gepat"/>
 
26 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის [[ილია II]]-ის კურთხევით, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა [[იაკობი (იაკობიშვილი)|იაკობმა (იაკობიშვილი)]] იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი.<ref>[https://www.interpressnews.ge/ka/article/592080 საპატრიარქო - თბილისი ივერიის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა], ipn.ge </ref>