აფხაზეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 10:
== ისტორია ==
=== ტერიტორიული დანაწილება ===
XVII—XVIII საუკუნეების მიჯნაზე მთავარ ზეგნაყ შარვაშიძის შვილებმა აფხაზეთი ერთმანეთში დაინაწილეს. როსტომს ერგო ტერიტორია მდინარე ბზიფსა და კოდორს შუა, ჯიქეშიას — კოდორსა და ღალიძგას შუა ([[აბჟუა]]), ყვაპუს — დალიძგისა და ენგურს შუა, რომელსაც შემდეგში [[სამურზაყანო]] ეწოდა (სახელწოდება წარმოდგა ყვაპუს შვილის მურზაყანის სახელიდან). ფორმალურად აფხაზეთის სამთავრო [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოში]] შედიოდა. სამთავროს სათავეში ედგა მთავარი (აფხაზურად — აჰ). მისი რეზიდენცია იყო [[ლიხნი|სოფ. ლიხნში]]. აფხაზეთის სამთავრო იყოფოდა რამდენიმე ოლქად: ბზიფი (მდინარე ბზიფსა და გუმისტას შორის), რომელიც მთავრის უშუალო სამფლობელოს წარმოადგენდა, საძნი (ქართულად ჯიქეთი, გაგრა-ადლერის მხარე), [[გუმა (მხარე)|გუმა]] (მდინარე გუმისთასა და კოდორს შორის), [[აბჟუა]] (მდინარე კოდორსა და დალიძგას შორის), სამურზაყანო (ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი) და წაბალდალი (წებელდის მხარე).
 
გუმა, აბჟუა და სამურზაყანო მთავრის საგვარეულოს (შარვაშიძე-ჩაჩბა) უმცროსი შტოების საუფლისწულო იყო, საძებში უფროსობდა თავადი გეჩბა, წაბალ-დალში — თავადი მარშანია. მთავრის დომენი და საუფლისწულოები იყოფოდა ცალკეულ სენიორებად, რომელთა სათავეში იდგნენ თავადები (ათაუად) აჩბა (ანჩაბაძე), ემხაა (ემუხვარი), ძიაფშ-იფა, ინალ-იფა, ჩაბალურხუა და ჩხოტუა.