ნიკიფორე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მმ*|ნიკიფორე I (მრავალმნიშვნელოვანი)}}
{{ინფოდაფა წმინდანი}}
[[ფაილი:Chludov Nikephoros I of Constantinople.jpg|thumb|250px|წმინდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი]]
 
'''წმინდა ნიკიფორე აღმსარებელი''' (დ. [[758]] — გ. [[5 აპრილი]], [[828]]) - [[კონსტანტინოპოლის პატრიარქები|კონსტანტინეპოლელი პატრიარქი]], [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[2 ივნისი]], ახალი სტილით - [[15 ივნისი]]. დაიბადა VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ქრისტეს აღსარებისათვის მისმა მშობლებმა მრავალი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმბრძოლი იმპერატორის [[კონსტანტინე V (ბიზანტია)|კონსტანტინე კოპრონიმისაგან]] (740-775). წმიდა ნიკიფორემ კარგი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე ღრმად საღვთო წერილი შეისწავლა. მას ძლიერ უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა.
 
[[ლეონ IV (ბიზანტია)|ლეონ IV]]-ის (775-780) დროს ნიკიფორე მეფის მრჩეველი გახდა. სამეფო კარზე მოღვაწეობისას იგი განაგრძობდა თავშეკავებულ, კეთილმსახურ ცხოვრებას, შეურყვნელად ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მხურვალედ იცავდა ხატთაყვანისცემის წესს. 787 წელს, ლეონ IV-ის სიკვდილის შემდეგ, [[კონსტანტინე VI (ბიზანტია)|კონსტანტინე VI]]-ისა (780-797) და მისი დედის, [[ირინე ათენელი (ბიზანტია)|წმნიდა ირინეს]] ზეობისას ნიკეაში ჩატარდა VII მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ხატმბრძოლობის ერესი. ღრმად განსწავლული ნიკიფორე კრებაზე იმპერატორის სახელით გამოვიდა და მართლმადიდებლობა დაიცვა.