ვულკანური პლატო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
სავარაუდოდ, [[ხმელეთი]]ს ყველაზე ვრცელი სუბაერული ბაზალტური პლატო არსებობდა [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] რეგიონის ჩრდილო ნაწილში, [[პალეოგენი|პალეოგენში]] და შესაძლოა მისი ფართობი აღწევდა 1,800,000 კმ²-ს. ეს რეგიონი ცნობილია როგორც თულეანის პლატო ან ჩრდილო-ატლანტიკური მაგმური პროვინცია. პიროკლასტური ნაკადის შედეგად წარმოიქმნება პიროკლასტური პლატო.
 
ვრცელი პლატოებიდან აღსანიშნავია [[აშშ]]-ში მდებარე [[კოლუმბიის პლატო]], რომლის ფართობია 500260 ათ. კმ². ცნობილია აგრეთვე [[სომხეთის მთიანეთი]], [[დეკანის ზეგანი]], [[კორაზიმის პლატო]] და სხვა.<ref>[https://bigenc.ru/geography/text/2082470 Колумбийское плато // Большая российская энциклопедия]</ref>
 
ვულკანური პლატოები გავრცელებულია [[საქართველო]]შიც. აღსანიშნავია ქვედა მეოთხეული დოლერიტული ლავებით და მათთან დაკავშირებული ტბიურ-მდინარეული ნაფენებით აგებული [[ახალქალაქის პლატო|ახალქალაქის ვულკანური პლატო]], რომელიც შეადგენს ჯავახეთის ზეგნის ცენტრალურ ნაწილს.<ref name="Mar" /> სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია [[ჭოჭიანის პლატო|ჭოჭიანის ვულკანური პლატო]].