ახიზის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Ercwlff ცვლილებების გაუქმება (№3846438)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
 
ხაზი 1:
'''ახიზის მონასტერი''' — შუა საუკუნეების ქართული საეპისკოპოსო ცენტრი და მონასტერი [[კლარჯეთი|კლარჯეთში]]. კლარჯეთის 12 ლავრიდან ერთ-ერთი.<ref>ჯობაძის მიხედვით</ref> მდებარეობს [[თურქეთი]]ს [[ართვინის პროვინცია|ართვინის პროვინციის]] სოფელი ფერათლის მიდამოებში, არტანუჯისწყლის მარცხენა მხარეს, დასავლეთ ფერდობზე, [[ახიზის ციხე]]სთან.
 
[[ჯუანშერი]]ს მიხედვით V საუკუნეში ააშენა [[ვახტანგ I გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] ძუძუმტე არტავაზმა, ვახტანგმა კი ის საეპისკოპოსო კათედრად დაადგინა. [[ახიზის ეპარქია]] მოიცავდა მდ. [[არტანუჯისწყალი|არტანუჯისწყლისა]] და [[იმერხევი (მდინარე)|იმერხევი]]ს ხეობებს. 730-იან წლებში ახიზა [[მურვან ყრუ]]ს შემოსევებმა გაანადგურა. მისი ეპარქია [[ანჩის საეპისკოპოსო]]ს შეუერთდა. ახიზის მონასტერი ძლიერ დანგრეულია. 1913 წელს იქ მხარეთმცოდნე ა. ფლორენსკიმ სავარაუდო საკათედრო ტაძრის ინტერიერში მოზაიკის ფრაგმენტები ნახა [[ორანტა|ორანტის]] გამოსახულებით. მანვე იქიდან კრამიტის ანტეფიქსები ირმების, ჯვრებისა და ასოების გამოსახულებებით თბილისში ჩაიტანა. ახიზიდან 3 ანტეფიქსი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში თუმცა არცერთზეა ასოები. ისინი თარიღდება V საუკუნით. [[ვახტანგ ჯობაძე]]მ 1960-იან წლებში შეისწავლა ახიზა და იქვე მდებარე რამდენიმე დანგრეული დარბაზული ეკლესიის ნანგრევი, მიწასთან გასწორებული მცირე სამლოცველოები და სხვა ნაგებობები, რომლებიც გაშენებულია მცირედ დაქანებულ ფერდობზე. ფერდობი მათ ზემო და ქვემო ბაქნებად ჰყოფს. ზემოთ ორი მათგანი ხვდება და IX საუკუნის ბოლო - X საუკუნის I ნახევრით თარიღდება. მისი თქმით საკათედრო ტაძარი მდებარეობს მონასტრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და დაანგრიეს განძის მაძიებლებმა. მასზე გამქრალია მორთულობა, რომელიც სტატუსიდან გამომდინარე უნდა ჰქონოდა, თუმცა ადგილობრივების გადმოცემით, დანგრევამდე კარ-სარკმლები მცენარეული ჩუქურთმებით იყო შემკული.
ხაზი 36:
|isbn = 978-99940-61-11-2
}}
 
==შენიშვნები==
{{reflist}}
 
[[კატეგორია:ქართული ეკლესია-მონასტრები ტაო-კლარჯეთში]]