ჯორი: განსხვავება გადახედვებს შორის

10 ბაიტი წაიშალა ,  7 თვის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
იყენებენ მთიანი, დასერილი რელიეფის ადგილებში სასაპალნედ და შესაბმელად. [[მეჯორეობა]] განვითარებულია აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ეს ცხოველი ჯერ კიდევ გამოიყენება ჩვენს რეგიონშიც, [[ამიერკავკასია]]ში და [[საქართველო]]ში.
 
==მორფოლოგია==
 
საშუალოდ, ჯორის წონა ცვალებადობს 370 და 460 კილოგრამს შორის<ref>^ "Mule". The Encyclopaedia Britannica: A Dictionary of Arts, Sciences, and General. XVII. Henry G. Allen and Company. 1888. pp. 15.</ref>. ინდივიდსაც გააჩნია, მაგრამ კარგად ნავარჯიშებ ჯორს შეუძლია ატაროს 72 [[კილოგრამი]] [[ტვირთი]] და შეუსვენებლად იაროს 26 [[კილომეტრი]] მანძილი<ref>"Beasts ease burden of quake victims". BBC News. 2005-10-19. Retrieved 2010-04-06.</ref>. რომ განვაზოგადოთ, ჯორს შეიძლება ავკიდოთ საპალნე, რომელიც შეადგენს მისი სხეულის წონის 20%-ს ანუ დაახლოებით 70-90 კილოგრამს<ref>"More With Wayne Carlton On Elk Hunting" Hunter Specialties. Web site accessed June 1, 2009.</ref>. შედარებისათვის, საშუალოდ ცხენს შეუძლია ატაროს თავისი წონის 30% ცოცხალი ტვირთის, მხედარის სახით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ჯორი ახერხებს ცოცხალი ტვირთის ტარებას 160 კილოგრამ წონამდე და გამძლეობაშიც კი სჯობნის ცხენებს<ref>American Endurance Ride Conference (November 2003). "Chapter 3, Section IV: Size". Endurance Rider's Handbook. AERC. Retrieved 2008-08-07.</ref>.
 
==ნაყოფიერება==
 
ჯორის მშობლები, ცხენი და ვირი განსხვავებულ სახეობებს წარმოადგენენ, ქრომოსომათა განსხვავებული რიცხვით; ცხენს გააჩნია 64 [[ქრომოსომა]] და ვირს კი _ 62 (ანუ 32 და 31 წყვილი, შესაბამისად; შედარებისათვის, ადამიანს გააჩნია 23 წყვილი ქრომოსომა). პირველი თაობის (F1) ჰიბრიდებიდან ჯორი უფრო იოლად მიიღება, ვიდრე [[ჯორცხენა]] (სანაშენე აჯილღა ცხენისა და ჭაკი ვირის შთამომავალი): ჭაკი ვირები ძალიან იშვიათად ახერხებენ ცოცხალი ჯორცხენის გაჩენას. ჯორს და ჯორცხენას 63 ქრომოსომა აქვთ, ანუ საშუალო მშობლების ქრომოსომათა რიცხვებს შორის. მშობლებიდან ჯორცხენა უფრო მეტად გავს ცხენს, ვიდრე ჯორი. ქრომოსომათა განსხვავებული სტრუქტურა და რაოდენობა, ასევე, მათი კენტი რიცხვი, ჩვეულებრივ, ხელს უშლის ქრომოსომებს [[მეიოზი]]ს დროს სწორ დაწყვილებასა და ნორმალური [[გამეტა|გამეტების]] წარმოქმნაში, რაც ჯორების უმეტესობას უნაყოფოს ხდის.
 
 
==ჯორის კლონი==
 
2003 წელს [[აიდაჰო]]ს უნივერსიტეტისა და [[იუტა]]ს შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიყვანეს პირველი [[კლონი]]რებული ჯორი, როგორც აიდაჰოს პროექტის ნაწილი. მკვლევართა ჯგუფში შედიოდა გორდონ ვუდსი, მეცხოველეობისა და ვეტერინარულ მეცნიერებათა პროფესორი, კენეთ ლ. უაითი, მეცხოველეობის პროფესორი და დირკ ვანდერუოლი, მეცხოველეობისა და ვეტერინარულ მეცნიერებათა ასისტენტი-პროფესორი. პატარა ჩოჩორი, აიდაჰოს ჯავარი (Idaho Gem), დაიბადა [[2003]] წ. 4 მაისს. ეს იყო ჰიბრიდული ცხოველის [[კლონირება|კლონირების]] პირველი შემთხვევა. მშობიარობის შემდეგ მალევე ჩატარდა სუროგატი დედისა და ახალდაბადებული ჩოჩრის ჯანმრთელობის შემოწმება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ჩოჩრის [[დნმ]] მოდიოდა [[ნაყოფი]]ს უჯრედული კულტურიდან, რომელიც აიდაჰოს უნივერსიტეტში [[1998]] წელს აიღეს.
 
 
==ლიტერატურა==
 
{{ქსე|11|572|კობალავა დ.}}
 
[[კატეგორია: შინაური ცხოველები]]
 
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
 
*[http://www.britishmulesociety.org.uk ბრიტანული ჯორის საზოგადოება]
*[http://news.bbc.co.uk/1/hi/sci/tech/2290491.stm ჯორის ნაყოფიერების შემთხვევა]
*[http://www.lovelongears.com ამერიკული ვირისა და ჯორის საზოგადოება], არეგისტრირებს ყველა ტიპის ჯორებს/შეიცავს საგანმანათლებლო ინფორმაციას. აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას ნაყოფიერი ჯორების შესახებ ხშირად დასმული შეკითხვების განყოფილებაში.
*[http://digital.library.unt.edu/permalink/meta-dc-1784:1 Mule Production (pub.1948) ] hosted by the [http://www.library.unt.edu/govinfo/digital-collections UNT Government Documents Department]
 
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია: შინაური ცხოველები]]