კილოგრამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
 
==ისტორია==
საზომთა მეტრული სისტემის შექმნისას, XVIII საუკუნეში კილოგრამს განსაზღვრავდნენ, როგორც 1 დმ³ გამოხდილი წყლის მასას უდიდესი სიმკვრივის ტემპერატურაზე (4°C), ხოლო 1799 წელს კილოგრამის პროტოტიპი დაამზადეს პლატინისაგან საწონის სახით. კილოგრამის პროტოტიპის მასა ~0,028 გრამით მეტი აღმოჩნდა 1 დმ³ წყლის მასაზე. 1889 წელს მიიღეს კილოგრამის არსებული განსაზღვრა და კილოგრამის საერთაშორისო პროტოტიპად დაამტკიცეს [[პლატინა]] <chem>Pt</chem> (90%) — [[ირიდიუმი]]ს <chem>Ir</chem> (10%) შენადნობისაგან დამზადებული R-ნიშნიანი ([[გოთური დამწერლობა|გოთიკური]] მთავრული]] „კ“) საწონი, რომელსაც 39 მმ სიმაღლისა და დიამეტრის მქონე ცილინდრის ფორმა აქვს. პროტოტიპიდან დამზადებული 40 ასლიდან ორი (№12 და №26) გადაეცა რუსეთს. №12 ეტალონი [[სსრკ]]-ში მიღებული იყო მასის სახელმწიფო პირველად ეტალონად, ხოლო №26 — ეტალონ ასლად.
 
კილოგრამის ჯერადი და წილობითი ერთეულების დასახელების მისაღებად „გრამს“ უმატებენ თავსართებს: მეგაგრამი (მეგგ, Mg), მილიგრამი (მგ, mg) და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კილოგრამი“-დან