ფარენჰაიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Countries that use Fahrenheit.svg|thumb|350px|{{ლეგენდა|#33cc66|ქვეყნები, რომლებიც იყენებენ ფარენჰაიტს.}}
{{ლეგენდა|#cccccc|ქვეყნები, რომლებიც იყენებენ ცელსიუსს.}}]]
'''ფარენჰაიტი''' (აღნიშვნა: '''{{comment|°F|საერთაშორისო შემოკლებითი აღნიშვნა}}''') — ტემპერატურის საზომი ერთეული, რომელიც 1724 წელს შეიქმნა [[გერმანია|გერმანელი]] [[ფიზიკა|ფიზიკოს]] [[დანიელ გაბრიელ ფარენჰაიტი]]ს (1686 - 1736) მიერ. დღეს დღეისობით იგი ბევრ ქვეყანაში ჩანაცვლებულია სხვა ტემპერატურის საზომით რომელსაც [[ცელსიუსი]] ეწოდება. იგი მაინც გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად [[აშშ]]-ში და [[ბელიზი]]-ში.
 
ფარენჰაიტის შკალის მიხედვით წყალი იყინება +32 გრადუსზე და დუღს +212 გრადუსზე (სტანდარტული [[ატმოსფერული წნევა|ატმოსფერული წნევის]]) პირობებში. ნული გრადუსი განსაზღვრულია თერმომეტრის მოთავსებით ხსნარში, რომელიც შედგება ყინულის, წყლის და [[ამონიუმის ქლორიდი|ამონიუმის ქლორიდისგან]] ანუ მარილისგან. ეს ხსნარი ავტომატურად დადის თავის ბუნებრივ ტემპერატურაზე, რომელიც მიღებულია როგორც 0 გრადუსი ფარენჰაიტის შკალაზე. 96 გრადუსი ფარენჰაიტის მიერ განსაზღვრულ იქნა როგორც ადამიანის ბუნებრივი ტემპერატურა. ფარენჰაიტმა შენიშნა, რომ ამ შემთხვევაში [[ვერცხლისწყალი]] დუღს 600 გრადუსზე. თუმცა დღეისთვის ადამიანის ბუნებრივი ტემპერატურა მიღებულია რომ არის 98,6. მოგვიანებით ფარენჰაიტის ნაშრომებში მცირე ცვლილება შეიტანეს რადგან წყლის დუღილის ტემპერატურა, ყინულად ქცევის ტემპერატურაზე ზუსტად 180 გრადუსით მეტი გამოსულიყო.