იური გაგარინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.109.162-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Gagarin in Sweden.jpg|thumb|rightleft|იური გაგარინი]]
'''იური ალექსის ძე გაგარინი''' ({{lang-ru|Юрий Алексеевич Гагарин}}; დ. [[9 მარტი]], [[1934]], სოფ. [[კლეშინო]], [[გჟატსკის რაიონი]], [[სმოლენსკის ოლქი]] — გ. [[27 მარტი]], [[1968]], სოფ. ნოვოსიოლოვოსთან) — [[რუსები|რუსი]] საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი, პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. პოლკოვნიკი, [[საბჭოთა კავშირი]]ს გმირი ([[14 აპრილი]], [[1961]]), სკკპ წევრი [[1960]]-იდან. დაიბადა კოლმეურნის ოჯახში. [[1951]] წელს წარჩინებით დაამთავრა სახელოსნო სასწავლებელი და მუშა ახალგაზრდობის სკოლა, [[1955]] [[სარატოვი|სარატოვის]] ინდუსტრიული ტექნიკუმი. ამ ტექნიკუმში სწავლისას გადადგა პირველი ნაბიჯები ავიაციაში. [[1957]] დაამთავრა მფრინავთა [[ჩკალოვი, ვალერი|ჩკალოვის]] I სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი და მსახურობდა წითელდროშოვანი ჩრდილოეთის ფლოტის გამანადგურებელი ავიაციის ნაწილებში. [[1960]] წელს გაგარინი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მამაცი გამანადგურებელი მფრინავი, ჩაირიცხა კოსმონავტთა რაზმში. [[1968]] წლის თებერვალში წარჩინებით დაამთავრა [[ჟუკოვსკი, ნიკოლოზ|ნ. ჟუკოვსკის]] სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია [[მოსკოვი|მოსკოვში]].
 
== გაფრენა ==
 
[[1961]] წლის [[12 აპრილი|12 აპრილს]] გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით „[[ვოსტოკ-1]]“ და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა (ორბიტის პარამეტრები იყო: პერიგეა-169 კმ, აპოგეა-315 კმ, ორბიტის დახრა ეკვატორის მიმართ 64.95°). მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი (ისევე როგორც ყველა სხვა კოსმონავტი „[[ვოსხოდ-1]]“ გაფრენამდე) 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა. ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო მსოფლიო საზოგადოებისგან. გაფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ გაგარინი სრულყოფდა თავის ოსტატობას, ასწავლიდა და ავარჯიშებდა კოსმონავტებს, ხელმძღვანელობდა კოსმოსურ ხომალდების ფრენას, ამავე დროს ეწეოდა დიდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობას. იყო სსრკ-ის VI-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საკავშირო ალკკ ცკ-ის წევრი, [[1966]]-იდან ასტრონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენითა]] და ბევრი უცხოური სახელმწიფო უმაღლესი ორდენებით.
 
Line 12 ⟶ 11:
== ლიტერატურა ==
{{ქსე|2|610}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იური_გაგარინი“-დან