ახიზის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ახიზის მონასტერი''' — შუა საუკუნეების ქართული საეპისკოპოსო ცენტრი და მონასტერი [[კლარჯეთი|კლარჯეთში]]. კლარჯეთის 12 ლავრიდან ერთ-ერთი. მდებარეობს თურქეთის ართვინის პროვინციის სოფელი ფერათლის მიდამოებში, არტანუჯისწყლის მარცხენა მხარეს, დასავლეთ ფერდობზე, [[ახიზის ციხე|ახიზის ციხის]] ძირშისთან. [[ჯუანშერი]]ს მიხედვით V საუკუნეში ააშენა [[ვახტანგ I გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] ძუძუმტე არტავაზმა, ვახტანგმა კი ის საეპისკოპოსო კათედრად დაადგინა. [[ახიზის ეპარქია]] მოიცავდა მდ. [[არტანუჯისწყალი|არტანუჯისწყლისა]] და [[იმერხევი (მდინარე)|იმერხევი]]ს ხეობებს. 730-იან წლებში ახიზა [[მურვან ყრუ]]ს შემოსევებმა გაანადგურა. მისი ეპარქია [[ანჩის საეპისკოპოსო]]ს შეუერთდა. ახიზის მონასტერი ძლიერ დანგრეულია. 1913 წელს იქ მხარეთმცოდნე ა. ფლორენსკიმ სავარაუდო საკათედრო ტაძრის ინტერიერში მოზაიკის ფრაგმენტები ნახა [[ორანტა|ორანტის]] გამოსახულებით. მანვე იქიდან კრამიტის ანტეფიქსები ირმების, ჯვრებისა და ასოების გამოსახულებებით თბილისში ჩაიტანა. ახიზიდან 3 ანტეფიქსი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში თუმცა არცერთზეა ასოები. ისინი თარიღდება V საუკუნით. [[ვახტანგ ჯობაძე]]მ 1960-იან წლებში შეისწავლა ახიზა და მისი მიხედვით იქ რამდენიმე დანგრეული დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, მიწასთან გასწორებული მცირე სამლოცველოები და სხვა ნაგებობები, რომლებიც გაშენებულია მცირედ დაქანებულ ფერდობზე. ის მათ ზემო და ქვემო ბაქნებად ჰყოფს. ზემოთ ორი მათგანი ხვდება და IX სკ. ბოლო - X სკ. I ნახევრით თარიღდება. მისი თქმით საკათედრო ტაძარი მდებარეობს მონასტრის ჩრდ.-დას. ნაწილში და დაანგრიეს განძის მაძიებლებმა. მასზე გამქრალია მორთულობა, რომელიც სტატუსიდან გამომდინარე უნდა ჰქონოდა, თუმცა ადგილობრივების გადმოცემით, დანგრევამდე კარ-სარკმლები მცენარეული ჩუქურთმებით იყო შემკული.
 
==ლიტერატურა==