ახიზის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

შუა საუკუნეების ქართული მონასტერი კლარჯეთში
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ახიზის მონასტერი''' — შუა საუკუნეების ქართული საეპისკოპოსო...
(განსხვავება არ არის)

14:00, 11 აპრილი 2020-ის ვერსია

ახიზის მონასტერი — შუა საუკუნეების ქართული საეპისკოპოსო ცენტრი და მონასტერი კლარჯეთში. კლარჯეთის 12 ლავრიდან ერთ-ერთი. მდებარეობს თურქეთის ართვინის პროვინციის სოფელი ფერათლის მიდამოებში, არტანუჯისწყლის მარცხენა მხარეს, დასავლეთ ფერდობზე, ახიზის ციხის ძირში. ჯუანშერის მიხედვით V საუკუნეში ააშენა ვახტანგ გორგასლის ძუძუმტე არტავაზმა, ვახტანგმა კი ის საეპისკოპოსო კათედრად დაადგინა. ახიზის ეპარქია მოიცავდა მდ. არტანუჯისწყლისა და იმერხევის ხეობებს. 730-იან წლებში ახიზა მურვან ყრუს შემოსევებმა გაანადგურა. მისი ეპარქია ანჩის საეპისკოპოსოს შეუერთდა. ახიზის მონასტერი ძლიერ დანგრეულია. 1913 წელს იქ მხარეთმცოდნე ა. ფლორენსკიმ სავარაუდო საკათედრო ტაძრის ინტერიერში მოზაიკის ფრაგმენტები ნახა ორანტის გამოსახულებით. მანვე იქიდან კრამიტის ანტეფიქსები ირმების, ჯვრებისა და ასოების გამოსახულებებით თბილისში ჩაიტანა. ახიზიდან 3 ანტეფიქსი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში თუმცა არცერთზეა ასოები. ისინი თარიღდება V საუკუნით. ვახტანგ ჯობაძემ 1960-იან წლებში შეისწავლა ახიზა და მისი მიხედვით იქ რამდენიმე დანგრეული დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, მიწასთან გასწორებული მცირე სამლოცველოები და სხვა ნაგებობები, რომლებიც გაშენებულია მცირედ დაქანებულ ფერდობზე. ის მათ ზემო და ქვემო ბაქნებად ჰყოფს. ზემოთ ორი მათგანი ხვდება და IX სკ. ბოლო - X სკ. I ნახევრით თარიღდება. მისი თქმით საკათედრო ტაძარი მდებარეობს მონასტრის ჩრდ.-დას. ნაწილში და დაანგრიეს განძის მაძიებლებმა. მასზე გამქრალია მორთულობა, რომელიც სტატუსიდან გამომდინარე უნდა ჰქონოდა, თუმცა ადგილობრივების გადმოცემით, დანგრევამდე კარ-სარკმლები მცენარეული ჩუქურთმებით იყო შემკული.

ლიტერატურა