გულისაბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
| ncbi =
}}
'''გულისაბა''' ({{lang-la|Mirabilis jalapa}}) — [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] ბალახოვანი მცენარე [[გულისაბასებრნი|გულისაბასებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. აქვს სწორმდგომი, 90 სმ-მდე სიმაღლის ღერო, კიდემთლიანი კვერცხისებრი [[ფოთოლი|ფოთლები]], მტევნისებრ ყვავილებად შეკრებილი თეთრი, ყვითელი ან წითელი [[ყვავილი|ყვავილები]], რომლებიც ღამით იშლება, დილით კი იხურება (ღრუბლიან ამინდში გაშლილია დღისითაც), ხშირად ერთ ყვავილედში სამი ფერის ყვავილია. აქვს თითისტარისებრი მსხვილი ხორცოვანი ფესვები. ყვავილობს ივნისიდან ნოემბრამდე. მრავლდება თესლით. დეკორატიულ მებაღეობაში ცნობილია დაბალტანიანი, ჯუჯა, ჭრელფოთოლა ფორმებიც.
 
იზრდება [[ამერიკა|ამერიკის]] ტროპიკებში, სამშობლოა პერუ, მექსიკა, ჩილე. ფართოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარეა. კულტივირებულია [[საქართველო]]შიც. კარგად ვითარდება [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]]. იძლევა თვითნათესარსაც (თბილისის ბოტანიკური ბაღი). ერთწლიანი კულტურაა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|3|302}}
{{ქე|2|194|ასიეშვილი ლ.}}
 
[[კატეგორია:გულისაბასებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გულისაბა“-დან