ინდოეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 74:
=== ქვის ხანა ===
[[ფაილი:Bhimbetka rock paintng1.jpg|მინი|მარცხნივ|250პს|ბჰიმბეტკის გამოქვაბულის კედლის მხატვრობა]]
[[ნარმადი]]ს [[ხეობა]]ში, ჰატნორში გამართულად მოსიარულე ადამიანის [[ჰომო ერექტუსი]]ს ნარჩენების აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ინდოეთის ტერიტორიაზე დასახლება მოხდა, უკიდურეს შემთხვევაში, შუა [[პლეისტოცენი]]ს ეპოქაში, დაახლოებით 500 000-200 000 წლის წინ. დაახლოებით 30 000 წლის წინ ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო [[მეზოლითი]]ს ხანა, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 25 000 წლის განმავლობაში. საზოგადოდ, მიღებულია, რომ თანამედროვე ადამიანები სუბკონტინენტზე დასახლდნენ უკანასკნელი გამყინვერების პერიოდის ბოლოს ან დაახლოებით 12 000 წლის წინ. პირველი ცნობილი მუდმივი დასახლებები წარმოიქმნა 9000 წლის წინ [[მადჰია-პრადეში]]ს შტატში, [[ბჰიმბეტკა]]ს ტერიტორიაზე. ნეოლითური კულტურის ყველაზე ადრეული კვალი, რადიოკარბონული ანალიზის თანახმად, დაკავშირებულია VIII ათასწლეულის შუა ხანებთან ჩვ. ერამდე და ნაპოვნია [[გუჯარათი]]ს შტატში [[კამბეის ყურე]]სთან. ნეოლითური კულტურის ნიმუშები, რომლებიც თარიღდება ჩვ. ერამდე VII ათასწლეულით აღმოჩენილი იყო, აგრეთვე, თანამედროვე [[პაკისტანი]]ს [[ბალოჩისტანი]]ს პროვინციაში [[მერგარჰი]]ს სადგურზე. გვიანი ნეოლითური ხანის კულტურები ყვაოდა მდინარე ინდის ხეობაში ძვ. წ. VI-II ათასწლეულებში ჩვ. ერამდე და სამხრეთ ინდოეთში ძვ. წ. 2800-1200 წ. წ. შორის პერიოდში. ისტორიულ რეგიონში მდებარეობს სამხრეთ აზიაში რამდენიმე უძველესი ნამოსახლარი და მძლავრი ცივილიზაცია.
 
ადრეპალეოლითურ პერიოდთან დაკავშირებული უძველესი ადგილები არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია პაკისტანში მდ. [[სოანი]]ს [[ხეობა]]ში. პირველი სოფლური ტიპის დასახლებები გაჩნდა მერგარჰში [[ნეოლითი]]ს ეპოქაში, ხოლო პირველი საქალაქო ტიპის დასახლებები — მდ. [[ინდი]]ს ხეობაში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია [[მოჰენჯო-დარო]] და [[ჰარაპა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდოეთი“-დან