ავტონომია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
1856 წელს [[ყირიმის ომი|ყირიმის ომის]] შემდგომ, [[პარიზი|პარიზში]] გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად ალანდის კუნძულები გახდა დემილიტარიზებული. [[1921]] წელს კუნძულების სუვერენიტეტის საკითხის გადაწყვეტისას ერთა ლიგამ დაადასტურა [[1856]] წლის დემილიტარიზაციის გადაწყვეტილება.
 
1920 წლის კანონი [[ალანდის კუნძულები|ალანდის]] თვითმმართველობის (ავტონომიის) შესახებ გადაიხედა და გაფართოვდა [[1951]] და [[1991]] წლებში, შედეგად ალანდმა მიიღო ხელისუფლება, საკანონმდებლო ორგანო და ფინეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორი. ალანდის კუნძულების კომპეტენცია წლიდან წლამდე იზრდებოდა და თითქმის სრულად მოიცვა სოციალური საკითხები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, საპოლიციო საქმიანობა, ეკონომიკური განვითარება და ლიმიტირებულად ფისკალური პოლიტიკა. ალანდის კუნძულებს ყავსჰყავს თავისი პირდაპირი წარმომადგენელი ჩრდილოეთის სახელმწიფოთა (NORDIC) საბჭოში, აგრეთვე ევროპის რეგიონალურ საბჭოში, მას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება წარმომადგენელი წარგზავნოს ფინეთის პარლამენტში, ჰელსინკში. თუმცა ამით სრულდება ალანდის ინტეგრაცია ფინეთის შემადგენლობაში. ალანდის კუნძულები გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა [[სტოკჰოლმი|სტოკჰოლმთან]], ალანდმა შეინარჩუნა თავისი შვედური მემკვიდრეობა და ფინეთს არ უცდია ალანდის უფრო მეტად ინტეგრაცია ფინურ სოციალურ-კულტურულ ან პოლიტიკურ სტრუქტურაში. მოსახლეობის 95%-ის შვედურად საუბრის გამო ალანდს გააჩნია განსაკუთრებული იდენტობა. კუნძულებზე განვითარდა პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებელი სისტემა, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ფინურ პარტიებთან. ალანდს გააჩნია საკუთარი, რეგიონალური მოქალაქეობა, რომლის შესაბამისადაც პირმა მინიმუმ 5 წელი უნდა იცხოვროს ალანდის კუნძულებზე, იმისთვის რათა შეძლოს უძრავი ქონების მესაკუთრეობა, მიიღოს არჩევნებზე ხმის მიცემის ან პარლამენტის წევრად კენჭისყრის უფლება.
 
მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხები ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება, ალანდის კუნძულებს მაინც შეუძლია მასზე გავლენის მოხდენა. ალანდის ავტონომიის შესახებ კანონის შესაბამისად, ისეთ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ეხება პროვინციისათვის მიკუთნებულ საკითხებს, ესაჭიროება ალანდის პარლამენტის მხარდაჭერა. რაც გულისხმობდა 1995 წელს [[ევროკავშირი|ევროკავშირში]] ფინეთთან ერთად შესვლასთან დაკავშირებით ალანდის პარლამენტის პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობას.