ფაშიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
'''ფაშიზმი''' ({{lang-it|fascismo}}) — პოლიტიკური მიმდინარეობა. წარმოიშვა [[იტალია]]ში. ფაშიზმის ფუძემდებელი იყო [[მუსოლინი, ბენიტო|ბენიტო მუსოლინი]]. მოგვიანებით მისმა იდეებმა პოპულარობა ჰპოვა მთელ მსოფლიოში, მაგრამ [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ ბევრ სახელმწიფოში ფაშისტური რეჟიმი [[დემოკრატია|დემოკრატიული]] მმართველობით შეიცვალა.
 
ფაშისტური სახელმწიფოს ქვაკუთხედებია მკაცრი იერარქიული წყობა, კლასობრივი სოლიდარიზმი (მარქსისტული [[კლასობრივი ბრძოლა|კლასობრივი ბრძოლის]] თეორიის საპირწონედ), [[ტოტალიტარიზმი|ტოტალიტარული]] ერთპარტიული მმართველობა და, [[ნაციონალიზმი|ნაციონალისტური]] საშინაო და [[იმპერიალიზმი|იმპერიალისტური]] საგარეო პოლიტიკა (იხ. [[დიდი იტალია]]). ფაშისტური იდეოლოგია განსაკუთრებით პოპულარული გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც რევოლუციური მოძრაობა და მემარცხენე იდეოლოგიების საპირწონე პოლიტიკური ძალა.
 
დღეს ფაშისტური მოძრაობები არსებობს ბევრ ქვეყანაში, თუმცა საზოგადოებაში ისინი ნაკლებად პოპულარულია. არსებობს მოსაზრება, რომ ლიბერალური დემოკრატიის გლობალური მასშტაბით გაკოტრების შემთხვევაში ფაშიზმის იდეები ახალ გამოძახილს ჰპოვებენ თანამედროვე სამყაროში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფაშიზმი“-დან