თართი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
თართი [[მდინარე|მდინარის]] და [[ზღვა|ზღვის]] ბინა­დარია. ქვირითობს მარტიდან ივლისამდე. ნაყოფიერება 250000–260000 [[ქვირითი]]ა. სხეული წაგრძელებულია. ზურგის შეფერილობა მუქი ლურჯიდან შავამდეა. გამსვლელი თევზია. მდინარეებში შედის [[მაისი|მაისსა]] და [[ივნისი|ივნისში]]. [[რუსული ზუთხი|რუსულ ზუთხთან]] შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება. მამრი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 8-12, მდედრი 13-15 წლისა. იკვებება ძირითადად [[თევზები]]თ და [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირებით]], [[მოლუსკები]]თ, [[ხრიალები]]თ, [[ოლიგოქეტები]]თ. გავრცელებულია შავი ­ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის სანაპირო ზოლში, აზოვის ზღვაში, მდინარეებში: რიონში, ენგურში, სუფსაში, ოქუმში, ერისწყალში, ხობში და ჭოროხში, დონში, ყუბანში, დნეპრში, დუნაიში.
 
ადრე განიხილებოდა როგორც [[სპარსული ზუთხისზუთხი]]ს ქვესახეობა, უფრო ადრე კი როგორც [[რუსული ზუთხისზუთხი]]ს შიდასახეობრივი ფორმა. რუსული ზუთხისგან განსხვავდება დამახასიათებელი ნიშნებით — უფრო წაგრძელებული, მასიური, ქვემოთკენ მოღუნული დინგით. პირველად კოლხური ზუთხი როგორც ქვესახეობა 1940 წელს გამოყო ვ. მარტიმ. 1986 წელს ე. არტიუხინმა და ზ. ზარქუამ კოლხური ზუთხი გამოყვეს როგორც სპარსული ზუთხის ქვესახეობა — Acipenser persicus colchicus.
 
თართი ძვირფასი სარეწაო თევზია, რელიქტია. რეწვამ საგრძნობლად შეამცირა მისი მარაგი. მასზე რეწვა 1967 წლიდანაა აკრძალული, თუმცა მისი მარაგი არ არის აღდგენილი. მიზეზი — ბუნებრივი კვლავწარმოების დაბალი მაჩვენებელი და ბრაკონიერობა. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მიჩნეულია კრიტიკული საფრთხეში მყოფ და მოწყვლად სახეობად ევროპაში. აღსანიშნავია, რომ [[2019|2019 წელს]] სპეციალისტების მიერ, ექსპედიციის პროცესში მოპოვებული იქნა კოლხური ზუთხი, რომლის დათვალიერების და შესწავლის შემდგომ კოლხური ზუთხისმისი გარემოში დაბრუნება განხორციელდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თართი“-დან