თართი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 52:
'''თართი''', '''კოლხური ზუთხი''' ({{lang-la|Acipenser colchicus}}) — [[ზუთხისებრნი|ზუთხისებრთა]] დამოუკიდებელი ქვესახეობა. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 175 სმ. მამრების საშუალო სიგრძე 125 სმ, მდედრების — 145 სმ, მასა 100 კგ-მდე.
 
თართი [[მდინარე|მდინარის]] და [[ზღვა|ზღვის]] ბინა­დარია. ქვირითობს მარტიდან ივლისამდე. ნაყოფიერება 250000–260000 [[ქვირითი]]ა. სხეული წაგრძელებულია. ზურგის შეფერილობა მუქი ლურჯიდან შავამდეა. გამსვლელი თევზია. მდინარეებში შედის [[მაისი|მაისსა]] და [[ივნისი|ივნისში]]. [[რუსულრუსული ზუთხი|რუსულ ზუთხთან]] შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება. მამრი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 8-12, მდედრი 13-15 წლისა. იკვებება ძირითადად [[თევზები]]თ და [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირებით]], [[მოლუსკები]]თ, [[ხრიალები]]თ, [[ოლიგოქეტები]]თ. გავრცელებულია შავი ­ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის სანაპირო ზოლში, აზოვის ზღვაში, მდინარეებში: რიონში, ენგურში, სუფსაში, ოქუმში, ერისწყალში, ხობში და ჭოროხში, დონში, ყუბანში, დნეპრში, დუნაიში.
 
ადრე განიხილებოდა როგორც სპარსული ზუთხის ქვესახეობა, უფრო ადრე კი როგორც რუსული ზუთხის შიდასახეობრივი ფორმა. რუსული ზუთხისგან განსხვავდება დამახასიათებელი ნიშნებით — უფრო წაგრძელებული, მასიური, ქვემოთკენ მოღუნული დინგით. პირველად კოლხური ზუთხი როგორც ქვესახეობა 1940 წელს გამოყო ვ. მარტიმ. 1986 წელს ე. არტიუხინმა და ზ. ზარქუამ კოლხური ზუთხი გამოყვეს როგორც სპარსული ზუთხის ქვესახეობა — Acipenser persicus colchicus.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თართი“-დან