სილოვან ხუნდაძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ დაემატა კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები გაჯეტ HotCat-ით |
|||
ხაზი 37:
პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე, [[1884]] წლის შემოდგომაზე, სილოვან ხუნდაძე შეუდგა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. [[1888]] წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] [[ძველი სენაკი]]ს ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. [[1888]] წელს იგი დაინიშნა [[ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია|ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის]] ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. [[1880]]-იანი წლების დამლევს ხუნდაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად.
[[1900]] წელს ხსენებული სკოლის ინსპექტორის [[იოსებ ოცხელი]]ს და სილოვან ხუნდაძის თაოსნობითა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანადგომით შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე [[ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია|ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის]] დაფუძნება. იგი საქმიანობას შეუდგა, როგორც კერძო სრული გიმნაზია. [[თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია|თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან]] ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა საქართველოში საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა [[იოსებ ოცხელი]], ხოლო ინსპექტორად
[[1907]] წელს სილოვან ხუნდაძე აირჩიეს [[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების]] დამფუძნებელ წევრად. [[1913]] წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. [[1916]] წელს იგი იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდა ამისა, [[1910]] წელს იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა გამომცემლობა "მერანი", რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო.
|