გურგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 27:
|დედა =
}}
'''გურგენი''' (გ. [[1008]]) — [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] [[ტაო|ტაოს]] შტოს წარმომადგენელი, მეფეთ-მეფე <ref name="ვახუშტი">ვახუშტი ბატონიშვილი. [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68532 საქართველოს ისტორია]. — თბილისი : გ. დ. ქართველიშვილი, 1885</ref> ([[994]] - [[1008]]) და მაგისტროსი ([[1001]]). ქართველთა მეფის [[ბაგრატ II რეგვენი|ბაგრატ II-ის]] ძე და გაერთიანებული [[საქართველო|საქართველოს]] პირველი მეფის [[ბაგრატ III|ბაგრატ III-ის]] მამა. ცოლად ჰყავდა აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ასული [[გურანდუხტი (X ს.)|გურანდუხტი]]. გურგენმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებაში. [[975|975 წელს]] ქართლში მეურვედ გადმოჰყვა ბაგრატ III-ს, როდესაც დავით III კურაპალატმა, [[იოანე მარუშისძე|იოანე მარუშისძის]] ხელშეწყობით, ქართლის ([[იბერია]]) ტახტზე დასვა თავისი შვილობილი. ქართლის აზნაურების ერთი ნაწილის ღალატის შედეგად გურგენი შეიპყრეს კახეთის სამეფოს აზნაურებმა, რომლებიც ქართლისათვის იბრძოდნენ. [[დავით III|დავით III კურაპალატის]] ენერგიული ჩარევის შედეგად გურგენი გაათავისუფლეს. [[988|988 წელს]] გურგენი მონაწილეობდა [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III-ის]] მიერ კლდეკარის ერისთავის რატის დასამორჩილებლად მოწყობილ ლაშქრობაში. მამის გარდაცვალების შემდეგ, [[994|994 წელს]] გურგენი დაჯდა მის ადგილზე, მაგრამ რადგან ბაგრატ III უკვე მეფე იყო, მას მეფეთ-მეფე უწოდეს. გურგენი ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა მიეღო [[დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა]], რომელიც ბიზანტიას ეჭირა.
[[File:Ishkhani inscription.jpg|thumb|წარწერა — «გურგენ, მეფეთ-მეფე» [[იშხანი|იშხანის]] ეკლესიის კარის თაღზე, დათარიღებული [[1006|1006 წლით]].]]
[[1001|1001 წელს]]<ref> name="ვახუშტი" ბატონიშვილი. [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68532 საქართველოს ისტორია]. — თბილისი : გ. დ. ქართველიშვილი, 1885</ref> დავით კურაპალატი გარდაიცვალა, [[ტაო|ტაოს]] [[ბიზანტიის იმპერატორი]] [[ბასილი II]] ([[976]] - [[1025]]) დაეპატრონა და იქ მისულ მეფე ბაგრატ III-ს და მეფეთ-მეფე გურგენს მემკვიდრეობის მიღების ნაცვლად ბიზანტიის იმპერატორმა ტიტულები დაურიგა, ბაგრატს კურაპალატის, გურგენს კი მაგისტროსის ტიტული უბოძა. [[ბასილი II|ბასილი II-ის]] ვარაუდით, ეს სვლა, მამა-შვილს შორის უთანხმოების ჩამოგდების წინაპირობა გახდებოდა, რადგან [[კურაპალატი]] მეტი პატივი იყო, ვიდრე მაგისტროსი, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
სომეხი ისტორიკოსის [[ასოღიკი|ასოღიკის]] ცნობით, იმპერატორის ამ „წყალობით“ შეურაცხოფილი გურგენი [[ტაო|ტაოს]] დასაპყრობად გაეშურა. ბიზანტიელებმა გურგენის წინააღმდეგ ლაშქარი გამოგზავნეს, მაგრამ საქმე ბრძოლამდე არ მისულა და კონფლიქტი ურთიერთდათმობით მოგვარდა.
ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ წართმეულ მიწა-წყალზე “[[იბერიის თემი]]” დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურგენი“-დან