ციტრუსოვანი კულტურები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
[[ფაილი:Citrus paradisi (Grapefruit, pink) white bg.jpg|მინი|[[გრეიპფრუტი]]]]
[[ფაილი:OrangeBloss wb.jpg|მინი|ფორთოხალი]]
'''ციტრუსოვანი კულტურები''' — მარადმწვანე მცენარეთა დიდი ჯგუფი [[ციტრუსები (გვარი)|ციტრუსების გვარისა]], [[ტეგანისებრნი|ტეგანისებრთა]] ოჯახისა. გვარში 39 სახეობა და სახესხვაობაა. მოჰყავთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (ფართობი აღწევს 1200 ათას ჰა-ს). სამრეწველო წარმოების მხრივ ციტრუსოვანი კულტურებიდან პირველ ადგილზეა [[ფორთოხალი]], შემდეგ [[გრეიპფრუტი]], [[მანდარინი]], [[ლიმონი]], [[ლაიმი]] და სხვა. ხილის მსოფლიო მოხმარების ბალანსი ციტრუსოვანი კულტურები დაახლოებით 30 % უკავია. მათი ნაყოფი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი, აქვს დიეტური და სამკურნალო მნიშვნელობა, შეიცავს [[ლიმონმჟავა]]ს, შაქარს, C (60 მგ%-ზე მეტს), P, B ჯგუფის ვიტამინებს, ჰექტინს და სხვა შემცველობებს. ნაყოფს იყენებენ ნედლად (ხილად), გადამუშავებული სახით ([[წვენი]], მურაბა, ცუკატი, ლიქიორი) და [[კულინარია]]ში. კანისაგან, ყვავილისა და ფოთლისაგან იღებენ ეთეროვან ზეთს საპარფიუმერიო და კვების მრეწველობისათვის.
ანონიმური მომხმარებელი