მემარჯვენეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
მემარჯვენეობა, როგორც პოლიტიკური პლატფორმის აღმნიშვნელი ტერმინი, წარმოიშვა [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] დროს. [[დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] პირველ ყრილობაზე (1789 წ.) დეპუტატებმა ადგილები გადაინაწილეს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად. მეფისგან მარცხნივ ადგილები დაიკავეს [[იაკობინელები|იაკობინელებმა]], რომლებიც ყველაზე რევოლუციურად განწყობილი პარტიული დაჯგუფების წევრები იყვნენ. ისინი მხარს უჭერდნენ რადიკალურ გარდაქმნებს და [[რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] ჩამოყალიბებას. ცენტრალური ადგილები დაიკავეს [[ჟირონდისტები|ჟირონდისტებმა]], რესპუბლიკის ზომიერმა მომხრეებმა. მეფისგან მარჯვნივ განლაგდნენ [[ფეიანები]], რომლებიც არსებული წყობის ([[მონარქია|მონარქიის]]) შენარჩუნების მომხრეები იყვნენ. ადგილთა ასეთი განლაგება შენარჩუნდა მომდევნო თავყრილობებზეც.<ref name=EPL >{{cite web|url=http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=5121|title=მემარჯვენეობა – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა}}</ref>
 
ტერმინმა „მემარჯვენემ“ მალევე დაიმკვიდრა რეაქციულის ან კონსერვატიულის გაგება, ხოლო „მემარცხენემ“ — რევოლუციის ან რადიკალური გარდაქმნების მომხრე მიმართულების მნიშვნელობა. თუმცა, თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში მემარცხენედ და მემარჯვენედ დაყოფა სულ უფრო რთული ხდება და აღარ გამოხატავს უბრალო არჩევანს რევოლუციასა და რეაქციას შორის. ბევრი პოლიტიკური მეცნიერის აზრით, ასეთი დაყოფა სირთულეებს წარმოშობს, რადგან პოლიტიკური იდეების უაღრესად კომპლექსური სისტემების გამარტივებისა და განზოგადებისკენაა მიმართული.
 
ტრადიციულად მემარჯვენე იდეოლოგიებს მიაკუთვნებენ: [[კლასიკური ლიბერალიზმი|კლასიკურ ლიბერალიზმს]], [[ლიბერტარიანიზმი|ლიბერტარიანიზმს]], [[ანარქო-კაპიტალიზმი|ანარქო-კაპიტალიზმს]], [[კონსერვატიზმი|კონსერვატიზმს]], [[ნაციონალიზმი|ნაციონალიზმს]]ა და [[მონარქიზმი|მონარქიზმს]]. რადიკალურ მემარჯვენე მიმდინარეობებს მიეკუთვნება [[ფაშიზმი]] და [[ნაციონალ-სოციალიზმი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მემარჯვენეობა“-დან