იოანე ჭყონდიდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბუბა კუდავა-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მმ*|იოანე}}
'''იოანე ჭყონდიდელი''' — [[ჭყონდიდი]]ს [[მთავარეპისკოპოსი]] დაახლოებით [[1060]] — XII საუკუნის 10-იან წლებში. იხსენიება სვინგელოზის ტიტულით. XI საუკუნის 50-იან წლებში, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, თავის ძმასთან [[პეტრე (XI ს.)|პეტრიკთან]] ერთად თან ახლდა [[ბაგრატ IV|ბაგრატ IV-ს]] და დედოფალ მარიამს [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]], ბიზანტიის იმპერატორ [[კონსტანტინე IX]] მონომაქოსის ([[1042]]-[[1054]]) კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ [[გიორგი მთაწმიდელი|გიორგი მთაწმიდელს]] და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოანეს და მის ძმას ათონში [[აღაპი]] დაუწესეს. [[1059]] წელს მან ბაგრატ IV-ის დავალებით [[ანტიოქი|ქ. ანტიოქიიდან]] [[საქართველო]]ში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი, რომლის ინიციატივით იოანე ჭყონდიდლად აკურთხეს. იოანე ჭყონდიდელი დაეხმარა გიორგი მთაწმინდელს [[საქართველო]]ში დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში. [[1065]] და [[1066]]-[[1067]] ბაგრატ IV-ის [[ელჩი]] იყო ბიზანტიის იმპერატორის კარზე. ამ ელჩობის დროს იოანე ჭყონდიდელს [[გიორგი ხუცესმონაზონი|გიორგი ხუცესმონაზონისთვის]] უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდლის ცხოვრება.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|5|193|ლომინაძე ბ.}}
* ''ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 193, თბ., 1980
 
[[კატეგორია:ქართველი ეპისკოპოსები]]