მაქსიმე I: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 1:
'''მაქსიმე I''' (გვარად '''მაჭუტაძე'''; გ. [[1656]]) — [[დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები|დასავლეთ საქართველოს]] [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1639]]-[[1656]] წლებში. ადრე იყო [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის ეპისკოპოსი (შემოქმედელი)]], ნახსენებია შემოქმედის მთავარი ეკლესიის წარწერაში. იბრძოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ.
1634 წელს [[როსტომ მეფე|როსტომ მეფისა]] და [[მარიამ დადიანი]]ს ქორილში ამ უკანასკნელს ამალში ახლდნენ გურია-სამეგრელოს რჩეული თავადები და ეპისკოპოსები, მათ შორის მაქსიმე მაჭუტაძე. მაქსიმე [[გორი|გორში]] შეხვდა იტალიელი კათოლიკე მისიონერების, თეატინელთა მისიის წარმომადგენლებს, მათ პრეფექტს პიეტრო ავიტაბილეს და სთხოვა მისიონერები გაეყოლებინათ [[გურია]]ში ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. თანხმობის მიღების შემდეგ მან გურიაში ჩაიყვანა [[ქრისტეფორე კასტელი]], პატრი ანტონიო ჯარდინა და ბერი კლაუდიო.<ref>''მ. თამარაშვილი'', „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ გვ. 105 — ტფილისი, 1902</ref>
|