მაქსიმე II: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მაქსიმე II''' (გვარად ''აბაშიძე''); (გ. [[30 მაისი]], [[1795]], [[კიევი]]) — დასავლეთ საქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1776]]–[[1795]] წლებში, [[ქუთათელი მღვდელთმთავრები|ქუთათელი ეპისკოპოსი]] მიტროპოლიტის ხარისხით [[1759]]–[[1781]] წლებში. [[1770]]-მდე რეზიდენცია ჰქონდა მაღლაკში, სადაც ააგო მცირე ეკლესია და გადმოასვენა ღვთისმშობლის ხატი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ, ზოგიერთს უკანვე გამოასყიდვინა ოსმალებისათვის მიყიდული ქართველები. [[1777]] წელს გურიისა და ოდიშის მთავრებს დააბრუნებინა მითვისებული საეკლესიო მამულები, აღადგინა საეპისკოპოსოები, აღკვეთა საკათოლიკოსო მამულების გაცემა მეფის მოურავებსა და მოხელეებზე. [[1781]] წელს [[სოლომონ I]]-თან უთანხმოების გამო მაქსიმე II აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, საიდანაც დაბრუნდა [[1784]] წელს, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ. [[1768]]–[[1769]] წლებში მაქსიმე II სოლომონ I-ის ელჩი იყო რუსეთის სამეფო კარზე, [[1784]]-[[1786]] წლებში კი - [[დავით II, გიორგი VII-ის ძე | დავით II]]-ისა (ზურაბ წერეთელთან და დავით კვინიხიძესთან ერთად). პეტერბურგიდან უკან დაბრუნებული მაქსიმე II ასტრახანში დარჩა საცხოვრებლად. [[1792]] წლის შემდეგ კიევს გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. დასაფლავებულია კიევ-პეჩორის ლავრაში.
 
== იხილეთ აგრეთვე ==