აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნები (2020): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 2020 წლის 9 თებერ...
(განსხვავება არ არის)

18:05, 7 აპრილი 2020-ის ვერსია

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 2020 წლის 9 თებერვალს[1]. ეს იყო პირველი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანის ისტორიაში[2].

ვადამდელი არჩევნების ისტორია

საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის ნოემბერში. 2019 წლის ნოემბერში მმართველი პარტიის დეპუტატებმა შესთავაზეს ინიციატივა, რომ დაითხოვონ აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეა[3]. 2 დეკემბერს, მილი მეჯლისის უმრავლესობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მოითხოვდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას[4]. 7 დეკემბერს აზერბაიჯანის ცესკო-მ დაიწყო ვადამდელი არჩევნების პროცესი[5].

კამპანია

კანდიდატთა რეგისტრაციისთვის დოკუმენტები მიიღეს 21 დეკემბრიდან 10 იანვრამდე. საარჩევნო კამპანია დაიწყო 2020 წლის 17 იანვარს და დასრულდა 2020 წლის 8 თებერვალს, 08:00 საათზე[5], როდესაც დადგა "დუმილის დღე"[6].

ხმის მიცემა

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დაიწყო 08:00 საათზე და დასრულდა 2020 წლის 9 თებერვალს 19:00 საათზე [7].

შედეგები

პარტია ადგილი
ახალი აზერბაიჯანი 72
აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი 1
სამოქალაქო სოლიდარობის პარტია 3
დიდი წესრიგის პარტია 1
სამშობლოს პარტია 1
მუსავატი 0
სოციალური სამართლიანობის პარტია 0
დემოკრატიული რეფორმების პარტია 1
ერთობის პარტია 1
ბედნიერების პარტია 0
სამოქალაქო სოლიდარობის პარტია 1
პარტია დემოკრატიული განმანათლებლობისთვის 1
ეროვნული აღორძინების პარტია 0
კლასიკური პოპულარული ფრონტი 0
აზერბაიჯანის კომუნისტური პარტია 0
СДП 0
აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია 0
სამართლიანობის პარტია 0
აზერბაიჯანის სახალხო პარტია 0
სამოქალაქო განვითარების პარტია 0
დემოკრატიული აზერბაიჯანელების პარტია 0
დიდი აზერბაიჯანის პარტია 0
აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტია 0
დამოუკიდებელი 43
სულ 125

სქოლიო