ჟირაფისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჟირაფს აქვს შუბლზე ამონაზარდი
37.232.106.95-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 16:
| commons =
}}
'''ჟირაფისებრნი''' ({{lang-la|Giraffidae}}) — [[მცოხნელები|მცოხნელი]] [[ძუძუმწოვრები]]ს ოჯახი [[წყვილჩლიქოსნები]]ს რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: [[ჩვეულებრივი ჟირაფი|ჩვეულებრივ ჟირაფსა]] და [[ოკაპი|ოკაპს]]. ჩვეულებრივი ჟირაფის (Giraffa camelopardalis) სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, შუბლზე პატარა ამონაზარდი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები. არეალის სხვადასხვა საზღვრებში შეფერილობა ცვალებადია და ამის გამო ჟირაფის რამდენიმე ქვესახეობას გამოყოფენ. გავრცელებულია [[აფრიკა]]ში [[საჰარა|საჰარის]] სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში. ქმნის მცირე ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება. აქტიურია დღისით. იკვებება [[აკაცია|აკაციის]] ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება. ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა ნაკეთობისათვის.
 
ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟირაფისებრნი“-დან