იოსიპ ბროზ ტიტო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 61:
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, [[იოსებ სტალინი]] და ტიტო აღმოსავლეთ ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ მოდელზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საბჭოთა კავშირსა და იუგოსლავიას შორის ურთიერთობა დაიძაბა.
 
1953 წელს ტიტო იყო პირველი [[სოციალისტური ბლოკი]]ს წარმომადგენელი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით [[გაერთიანებული სამეფო|გაერთიანებულ სამეფოში]] იმყოფებოდა. ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო, ტიტომ შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ [[უინსტონ ჩერჩილი|უინსტონ ჩერჩილთან]] და დედოფალ [[ელისაბედ II]]-ესთან. პროფესიით [[ზეინკალი|ზეინკალმა]] იოსიპ ბროზ ტიტომ თავისი დახვეწილი მანერებით, როიალზე დაკვრის დიდებული ტალანტითა და ერუდიციით ერთობ გააოცა და აღაფრთოვანა დედოფალი. მას შემდეგ, რაც გასაიდუმლოებული შეხვედრა დასრულდა, განუმეორებელი შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა ელისაბედმა, თავის ქვეშევრდომებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: თუკი ეს ადამიანი ზეინკალია, მაშინ მე არ ვყოფილვარ დიდი ბრიტანეთის დედოფალიო.{{ფაქტი}}
 
[[ცივი ომი]]ს პირობებში, 1955 წლის აპრილში ტიტომ მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის პრეზიდენტ [[სუკარნო|აჰმედ სუკარნოს]] მიერ 1955 წელს მოწვეულ [[ბანდუნგის კონფერენცია]]ში, სადაც იუგოსლავიის გარდა [[აფრიკა|აფრიკისა]] და [[აზია|აზიის]] ქვეყნები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ორგანიზატორები სუკარნოსთან და ტიტოსთან ერთად იყვნენ [[ბირმა|ბირმის]] პრემიერ-მინისტრი [[უ ნუ]], [[ინდოეთი]]ს პრემიერ-მინისტრი [[ჯავაჰარლალ ნერუ]], [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] პრეზიდენტი [[გამალ აბდელ ნასერი]] და [[განა|განის]] პრეზიდენტი [[კვამე ნკრუმა]]. მათ მხარს უჭერდნენ [[ჩრდილოეთ ვიეტნამი]]ს პრეზიდენტი [[ჰო ში მინი]], [[ჩინეთი|ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის]] პრემიერი [[ჯოუ ენლაი]] და [[კამბოჯა|კამბოჯის]] მონარქი [[ნოროდომ სიანუკი]]. კონფერენციის მდივანი ცნობილი ბირმელი დიპლომატი [[უ ტანი]] იყო. კონფერენციაზე იმსჯელეს „მესამე სამყაროს“ ქვეყნების დემოკრატიული განვითარების სტრატეგიაზე და დაგმეს კოლონიალიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია და სეგრეგაცია, მხარდაჭერა გამოუცხადეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებს. კონფერენციის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებები გრძელდებოდა, 1956 წელს სამხრივი შეხვერდები გაიმართა ტიტოს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ჯავაჰარლალ ნერუს და ეგვიპტის პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერს შორის.