მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
 
ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ [[მხარგრძელები|მხარგრძელთა]] ძირითადი შტო გაიყო 2 ნაწილად: ზაქარიასა და [[მხარგრძელი, ივანე I|ივანეს]] (ზაქარიას ძმა) სახლებად. მხარგრძელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ფეოდალური მონარქიის განმტკიცებაში, თურქების მიერ დაპყრობილი ამიერკავკასიის მიწების განთავისუფლებასა და საქართველოსთან შეერთებაში. ამიტომაც იმდროინდელი ქართული წყაროები (რომელიც ასახავენ ქართულ ფეოდალური არისტოკრატიის თვალსაზრისს) ქებით იხსენიებენ მხარგრძელს და მაღალ შეფასებას აძლევენ მის თავდადებას ქართული სახელმწიფოს ინტერესებისათვის, ერთგულებას მეფისადმი, მის პიროვნულ ღირსებებს. ვარდანის ცნობით, მხარგრძელი გარდაიცვალა ირანის ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ. დაკრძალეს [[სანაინი|სანაინში]], თავის საგვარეულო მონასტერში.