თბილისის წყალსაცავი: განსხვავება გადახედვებს შორის

185.70.53.124-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Esteban16-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
(185.70.53.124-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Esteban16-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან ([[იანვარი]]-[[თებერვალი]]) 21,6°C-მდე ([[აგვისტო]]), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმიაა დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით — კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია.<ref name="ქსე" /> წლის სხვადასხვა დროს თბილისის წყალსაცავში წყლის [[ტემპერატურა]] საკმაოდ დიდი რყევით ხასიათდება. მართალია, ზამთარში წყალსაცავზე ყინულსაფარი არ ჩნდება, მაგრამ სანაპირო ანუ თავთხელი ზოლი მაინც იყინება.<ref name="travelingeorgia">[http://travelingeorgia.ge/region/Resort-Tbilisi-water-reservoir/ თბილისის წყალსაცავი // თბილისის ზღვის დახასიათება]</ref>
 
დამახასიათებელია გორაკ-ბორცვიანი [[რელიეფი]]. ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარის გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე იორის[[იორი|ივრის]] წყლით, რომელიც მასში [[სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხითარხი]]თ და მდინა არაგვითჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის [[სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხი]]თა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.<ref name="travelingeorgia" />
 
2007 წელს [[თიანეთი]]ს, [[მცხეთა|მცხეთისა]] და [[საგარეჯო]]ს სატყეო მეურნეობების, დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტყის ფონდის მიწების ნაწილისა და [[საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი]]ს ხარჯზე აღდგა და გაფართოვდა ჯერ კიდევ 1975 წელს დაარსებული [[თბილისის ეროვნული პარკი]], რომელსაც დედაქალაქის ფილტვებს უწოდებენ. პარკის შექმნის მიზანი იყო [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოს]] ცენტრალურ ნაწილში იშვიათი სახეობის მცენარეებისა და ამ ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ტყის ეკოსისტემების დაცვა, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში რეკრეაციული, ეკოტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა. თბილისის დაცული ტერიტორიების სიაში შედიოდა 1956 წელს თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული დენდროლოგიური პარკიც, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს. პარკი მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, აქვს სანერგე და სასათბურე მეურნეობა. 2006 წლიდან თბილისის ზღვის სატყეოს კვარტლები და დენდროლოგიური პარკის ტერიტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგვაში გადავიდა.<ref name="travelingeorgia" />