გიბონები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 39:
გიბონებს ყველა პრიმატებისავით დამახასიათებელი ნიშნები აქვთ — მეტად გრძელი წინა კიდურები და მცირე ზომის საჯდომი კორძები. არ გააჩნიათ კუდი და ლოყისუკანა პარკები. მათი სხეული დაფარულია გრძელი ბეწვით. გიბონების სახე მუქი ფერისაა და არ აქვს ბეწვი. მათი სხეულის სიგრძე ერთ მეტრს არ აღემატება, ხოლო წონა 10 კგ-მდეა.
 
გიბონს ისეთი გრძელი ხელები აქვს, თუ იგი ფეხზე დადგება, ხელის თითები მიწას შეეხება. გიბონრბი უმაღლესი ხეების წვეროებზე თამაშობენ გრძელ ხელებზე ქანაობენ და გასაოცარი სისწრაფით ხტებიან ხიდან ხეზე. მათი ნახტომი ხშირად 15 მეტრის სიმაღლეს აღწევს. გიბონს ძალიან გრძელი თითები აქვს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კაუჭის როლს ასრულებენ. მათი დახმარებით ეს პატარა პრიმატები ადვილად ეკიდებიან ტოტებს. გიბონები ძალიან სწრაფები არიან და დიდი სისწრაფით გადაადგილდებიან უთხელეს ტოტებზე. თუმცა გიბონის ყველაზე გამორჩეული დამახასიათებელი ნიშანია „სიმაღლე“„სიმღერა“.
 
== ურთიერთობა „სიმღერის“ საშუალებით ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიბონები“-დან