აფხაზეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: he:נסיכות אבחזיה
ხაზი 12:
 
===კლასობრივი დანაწილება===
მთავარსა და უფლისწულებს (აჰიფა) თავადების გარდა, ყმა-ვასალებად ჰყავდათ აზნაურებიც (აამსთა). მათ შორის ყველაზე გამოჩენილი იყვნენ: მაანი (მარღანია), ლაკირბა, მიქანბა, ზვანბა და სხვა. აზნაურები ჰყავდათ თავადებსაც. მტავრის ხელისუფლება ემყარებოდა ფეოდალურ ლაშქარს. მთავარს ჰყავდა აგრეთვე ახლო ნათესავებისა და ერთგული ხელქვეითებისაგან შემდგარი შეიარაღებული რაზმეული, რომელსაც ''[[კიარაზი'']] ეწოდებოდა. მთავრის შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს ყმა გლეხთა ბეგარა-გადასახადი შეადგენდა. მის ხაზინაშივე შედიოდა ჯარიმები (აიბარი), სავაჭრო ბაჟი, "ნებაყოფლობითი" საჩუქრები და სხვა.
 
XVI-XVIII საუკუნეებში აფხაზეთი საზოგადოება იყოფოდა ორ ძირითად კლასად: ფეოდალებად (თავადები, აზნაურები) და გლეხებად. გლეხთა კლასი შემდეგ კატეგორიებად იყოფოდა: [[ანხაიუ]], [[ამაწურასგუ]], [[ახოიუ]] და [[ახაშალა]]. გლეხობა კლასობრივი ბრძოლის სხვადასხვა ფორმას მიმართავდა: უარს ამბობდა გადასახადების გაღებაზე, გარბოდა "უკეთეს" ბატონთან, კლავდა ფეოდალს. უფრო იშვიათად გლეხები კოლექტიური პროტესტებითაც გამოდიოდნენ. ამ ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა იყო მთიელი აფხაზების თანდათანობითი ჩამოსახლება მთისძირა და ზღვისპირა ზოლში. ამის შედეგად თავისუფალ გლეხთა ფენა იყრდებოდა, ფეოდალური წყობილება რამდენადმე სუსტდებოდა და ერთგვარ პატრიატქალურ ელფერს იღებდა.