ქართულ-სელჩუკური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 77:
[[დემეტრე I]]-ის მეფობის დროს მუსლიმური სახელმწიფოები აახლებენ ბრძოლას [[სამხრეთი კავკასია|სამხრეთ კავკასიის]] მიწების ხელში ჩასაგდებად. ქართველები იძულებულნი გახდნენ ზოგი ადგილი დაეთმოთ მტრისთვის (მაგ. [[ანისი]] მუსლიმი მფლობელის ხელთ გადავიდა ყმადნაფიცობის პირობით). [[1138]] წელს ქართველებმა მეფე დემეტრეს სარდლობით განძა აიღეს, მაგრამ მცირე ხნით შეინარჩუნეს, რის შემდეგაც ეს ქალაქი კარგა ხანს იყო საყრდენ პუნქტი თურქებისთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
[[გიორგი III]]-ის პოლიტიკის ძირითადი ხაზი, წინამორბედ მეფეთა მსგავსად, მუსლიმურ ქვეყნებთან ბრძოლა იყო და ამ ბრძოლაში წარმატებებსაც აღწევდა. [[1161]] წელს გიორგი მეფემ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო, ამირსპასალარს, [[ივანე სუმბატის ძე ორბელი|იოანე ორბელს]] მიანდო მისი მართვა-გამგებლობა, თანაშემწედ კი დიდებული [[სარგის მხარგრძელი]] დაუნიშნა. გამარჯვებულმა მეფემ ანისის მცხოვრებთ, განურჩევლად ეროვნებისა, დიდი წყალობა მიანიჭა (ზოგიერთი ცნობით 40 000 დრაჰკანი მისცა და ტყვედ წაყვანილი ქრისტიანები გამოისყიდა).
 
ამის შემდეგ ქართველები უფრო სამხრეთისკენ მიიწევენ. 1162 წელს გიორგი მესამემ ქალაქ [[დვინი|დვინზე]] გაილაშქრა. თამარის ისტორიკოსის და [[მათეოს ურჰაეცი]]ს სიტყვებიდან ირკვევა, რომ ბრძოლა დვინის წინ გაიმართა, რის შემდეგაც ქართველები უკუქცეულ გადარჩენილ მტერს კვალდაკვალ ქალაქის კარამდე მიჰყვნენ და ზარდაცემულ ლაშქარს შიგ დვინში შეყვნენ, ქალაქი აიღეს და არაქრისტიანული მოსახლეობა დაარბიეს. ქართველთა მხედრობა შინ ნადავლით და ტყვეებით დატვირთული დაბრუნდა.<ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 232-233</ref> დვინიც საქართველოს მეფეს დაემორჩილა.