ქართულ-სელჩუკური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 64:
საქართველოს სამეფო, დიდგორის ბრძოლისა და შემდგომ მოპოვებული წარმატებების წყალობით, იწყებს აქტიურ მოქმედებას მეზობელი სომხეთის ყოფილი სამეფოების ტერიტორიების სელჩუკი დამპყრობლებისაგან გათავისუფლებისათვის.
 
როგორც ჩანს, [[დავით აღმაშენებელი|დავითი IV]] ანისის ასაღებად სომეხმა თავკაცებმა მიიწვიეს. ანისის თავკაცების მისიის შესახებ წერს დავითის ისტორიკოსი: „და აგვისტოსა ოცსა მივიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა“. როგორც „[[ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი]]დან“ ჩანს, ანელი თავადები დავითს ეახლნენ დმანისის შემოერთების (1124 წლის მარტი), სომხეთის ციხეთა დაკავებისა (1124 წლის აპრილი) და ჯავახეთიდან ბასიანამდე დავითის მიერ ჩატარებული სამხედრო ექსპედიციის (1124 წლის ივნისი) შემდეგ, აგვისტოს თვეში. ამ თარიღის მართებულობას ამაგრებს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს „კუალ სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს ქართველთა მეფე დავითმა მოახდინა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა, თითქმის 20 000 კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც სამოც წელს იმყოფებოდა ტყვეობაში“. ამრიგად, დავითის ისტორიკოსისა და ურჰაეცის ცნობებით სრულიად ნათელია, რომ მეფემ ანისი 1124 წელს აიღო.
 
ქალაქი ანისი დასავლეთ აზიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იყო. ამ პერიოდში ქალაქს მართავდა აბულ-ასვარი [[შედადიანები]]ს დინასტიიდან, რომელმაც 1118 წელს მამამისი მანუჩარი შეცვალა.