კონსტანტინე ჩერნენკო: განსხვავება გადახედვებს შორის

კონსტანტინ უსტინის ძე ჩერნენკოს ბიოგრაფია.
(- "3-konstantin-ustinovich-chernenko-768x901.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Sealle-ს მიერ. მიზეზი: per c:Commons:Deletion requests/File:3-konstantin-ustinovich-chernenko-768x901.jpg.)
(კონსტანტინ უსტინის ძე ჩერნენკოს ბიოგრაფია.)
'''კონსტანტინეკონსტანტინ უსტინოვიჩუსტინის ძე ჩერნენკო''' ({{lang-ru|Константин Устинович Черненко}}; დ. [[24 სექტემბერი]] [[1911]], [[ბოლშაია ტესი]], [[ციმბირი]] — გ. [[10 მარტი]] [[1985]], [[მოსკოვი]]) — საბჭოთა პოლიტიკოსი და პარტიული მოღვაწე. [[1984]]-85 წლებში იყო [[სკკპ]]-ის გენერალური მდივანი. დაკრძალულია [[მოსკოვი|მოსკოვში]], [[წითელი მოედანი|წითელ მოედანზე]].
 
== კარიერა ==
1929-1930 წლებში ჩერნენკო იყო სრულიად საკავშირო ალკკ კრასნოიარსკის მხარის ნოვისელოვის რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე. 1930 წელს წავიდა [[წითელი არმია|წითელ არმიაში]] მოხალისედ. 1931 წელს შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში. 1933 წლამდე მსახურობდა სასაზღვრო ჯარში. 1941-1943 წლებში ჩერნენკო აირჩიეს [[კრასნოიარსკის მხარე|კრასნოიარსკის]] სამხარეო ოლქის მდივნად. 1948 წელს გახდა [[მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|მოლდავეთის]] კომპარტიის ცკ-ს პროპაგანდისა და აგიტაციის გამგე. 1960 წლიდან კ.უ. ჩერნენკო მუშაობდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სამდივნოს უფროსად. პარტიის XXIV ყრილობაზე, რომელიც გაიმართა 1971 წლის მარტში იგი აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. ხოლო 1976 წლის მარტში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ჩერნენკო აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად. 1978 წელს კი გახდა [[Პოლიტბიუროს|პოლიტბიუროს]] წევრი.
 
== საბჭოთა კავშირის ლიდერი ==
[[იური ანდროპოვი|ანდროპოვის]] გარდაცვალების შემდეგ ის 1984 წლის 13 თებერვალს გამართულმა [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|სკკპ]] ცენტრალური კომიტეტის რიგგარეშე პლენუმმა კ.უ. ჩერნენკო აირჩია სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად. ჩერნენკო მაშინ იყო 72 წლის. მას არ აძლევდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაეტარებინა, რათა საბჭოთა სახელმწიფო ეხსნა სტაგნაციისაგან. ის ცდილობდა სისრულეში მოეყვანა სკკპ XXVI (1981წ.) ყრილობის გადაწყვეტილებანი, ხორცი შეესხა რა მათთვის. კონსტანტინ ჩერნენკო მეტ ყურადღებას უთმობდა მასებში პარტიის იდეურ-აღმზრდელობითი და ორგანიზატორული მუშაობისა და მეთოდების სრულყოფას, სახალხო კონტროლის ორგანოების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სკოლის რეფორმის შემუშავებაში. 1984 წლის ოქტომბრის პლენუმზე წარმოთქმულ სიტყვაში შემდგომი განვითარება ჰპოვა პარტიის აგრარულმა პოლიტიკამ, განისაზღვრა სასურსათო პროგრამის შესრულების ამოცანები. ის ცდილობდა ბირთვული ომის თავიდან აცილებას, ამიტომაც მან დაიწყო ლენინური "მშვიდობიანი თანაარსებობის" პოლიტიკის გაგრძელება, რომლის მიზანიც იყო გამალებული შეიარაღების ალაგმვა. ამხანაგ ჩერნენკოს სახელს უკავშირდება აგრეთვე [[იოსებ სტალინი|სტალინის]] რეაბილიტაციის ცდა. რაც შეეხება მის საგარეო პოლიტიკას, ერთადერთი, რაც მან 390 დღის განმავლობაში მოასწრო, ეს იყო [[ლოს-ანჟელესის ოლიმპიადი]]<nowiki/>ს ბოიკოტი, [[Მოსკოვის ოლიმპიადი|მოსკოვის ოლიმპიადი]]<nowiki/>ს ბოიკოტის საპირწონედ, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოებმა განოუცხადეს. საერთოდ, ჩერნენკოს პოლიტიკა [[იური ანდროპოვი|ანდროპოვის]] პოლიტიკასთან შედარებით არა ნაკლებ "რბილია", მან თავისი წინამორბედის მიერ დაწყებული კორუფციასთან ბრძოლა გააგრძელა, კონსტანტინე ჩერნენკომ მოასწრო და ომი გამოუცხადა რუსულ როკ-მუსიკას, რომელიც თანდათან ამერიკული როკის სინთეზს განიცდიდა – ცეკას პირველი მდივნის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კომპარტიის პლენუმზე გამოვიდა მოხსენებით, რომელშიც იდეოლოგიური ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, განსაკუთრებით, კომკავშირის მუშაკებს, რომელთაც დაევალათ, ”აღეკვეთათ” ახალგაზრდობაში დასავლური მუსიკის გავლენა.
 
== გარდაცვალება ==
ჩერნენკო გამორჩეული იყო სხვა [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირი]]<nowiki/>ს ლიდერებისაგან იმით, რომ მან ყველაზე ხანმოკლე დროით მართა საბჭოთა ქვეყანა. 1985 წლის 10 მარტს 19 საათსა და 20 წუთზე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იცოცხლა 73 წელიწადი, ქვეყანას მართავდა დაახლოებით 390 დღე.
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|98}}
 
* ''Чазов Е.'', «Хоровод смертей. Брежнев, Андропов, Черненко…».
{{სსრკ-ის ლიდერები}}
 
2

რედაქტირება