საქართველოს სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 44:
პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვითარება დაძაბული იყო საბჭოთა კავშირშიც. 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში მოეწყო [[აგვისტოს პუტჩი (1991)|პუტჩი]], რომლის დროსაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სამხედრო ხუნტამ, [[სსრკ საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტი|საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა]]. მასში შედიოდნენ წითელი არმიის გენერლები, [[სუკ]]-ის და [[სკკპ ცკ|ცენტრალური კომიტეტის]] წევრები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის შეჩერება განიზრახეს. იმავე დღეს თბილისში ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და [[ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი]]ს სარდალი. მათ გამსახურდიას ეროვნული გვარდიის დაშლა მოთხოვეს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის #1 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა „ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგება სსრ კავშირის კონსტიტუციას და კანონებს“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით დაიმუქრნენ. არსებობის საწყის ეტაპზე ეროვნული გვარდია არ იყო სათანადოდ მომზადებული და შეიარაღებული, ამიტომაც სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მას ცხადია გაუჭირდებოდა კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული [[წითელი არმია|საბჭოთა არმიის]] წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს არც საერთაშორისო მხარდაჭერა გააჩნდა, რადგან მის დამოუკიდებლობას არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა. აღნიშნულ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ გადაწყვიტა კომპრომისზე წასულიყო პუტჩისტებთან, თუმცა მას გვარდია არ დაუშლია: მოლაპარაკებებიდან რამდენინე საათში გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ეროვნული გვარდია გახდა მილიციის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი, გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და მისი ფუნქციები შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დაეკისრა.
 
ამ გადაწყვეტილებამ გვარდიის რიგებში განხეთქილება გამოიწვია. ეროვნული გვარდია ითვლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოდ, ამიტომაც პრეზიდენტის მიერ მისი სტატუსის დაქვეითება შეფასდა როგორც დამოუკიდებლობაზე უარის თქმა. კიტოვანმა გამსახურდია პუტჩისტებთან გარიგებაში და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. გვარდიის ნაწილი, რომელსაც იგი მეთაურობდა, [[რკონის ხეობა|რკონის ხეობა]]შიხეობაში დაბანაკდა და პრეზიდენტს დამოურჩილებლობა გამოუცხადა.
 
გამსახურდიას ქმედებებმა ხელი შეუწყო პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივებას. 1991 წლის 26 აგვისტოს გამსახურდიამ აკრძალა [[საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია|საქართველოს კომუნისტური პარტია]], რომელიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო 64 მანდატით. ეს მანდატები „მრგვალმა მაგიდამ“ მიითვისა. პრემიერ-მინისტრი [[თენგიზ სიგუა]] და საგარეო საქმეთა მინისტრი [[გიორგი ხოშტარია]] თანამდებობიდან გადადგნენ და ოპოზიციას შეუერთდნენ. 2 სექტემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაარბიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) საინფორმაციო მიტინგი რუსთაველის ძეგლთან. თბილისში ფაქტობრივად პერმანენტული პოლიტიკურ კრიზისი დაიწყო. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ დაიწყო შიმშილობა ყოფილ "იმელის"„იმელის“ შენობასთაშენობასთან, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის პროსპექტზე, იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოს შენობასთან, ედპ-ის შტაბ-ბინასთან ჟურნალისტების, შემოქმედებითი ინტელიგენციისა და სხვათა მონაწილეობით. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი. 4-5 სექტემბერს ხელისუფლებამ ძალით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი, რის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე კაცი. 4 ოქტომბერს, სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის შეტაკებების დროს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დააკავეს ედპ-ის ლიდერი გ. ჭანტურია, ჟურნალისტი გ. ხაინდრავა და სხვები. პოლიტიკური დაძაბულობა თბილისში ძლიერდებოდა.
 
ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ხელისუფლება ოპოზიციისგან მოითხოვდა მორჩილებას და განიარაღებას. დაძაბულობამ დედაქალაქში კულმინაციას 21 დეკემბერს მიაღწია, როდესაც თბილისის ცენტრში შემოვიდნენ ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი და "მხედრიონის" წევრები. მოხდა სისხლიანი შეტაკება. თბილისის ცენტრი საომარი მოქმედების ასპარეზად გადაიქცა.
ხაზი 55:
==სამოქალაქო ომი==
ომი დასრულდა მეამბოხეთა გამარჯვებით. ძალაუფლება გადავიდა "[[საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო|სამხედრო საბჭოს]]" ხელში, რომელსაც სათავეში ედგა ჯაბა იოსელიანის, [[თენგიზ სიგუა]]ს და თენგიზ კიტოვანის ტრიუმვირატი. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ არ წყდებოდა მრავალათასიანი შეკრებები და საპროტესტო აქციები. 1992 წლის 2 თებერვალს იარაღის გამოყენებით დაარბიეს მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა თბილისში. საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, მოკლული იქნა 23 და დაჭრილი 183 მშვიდობიანი დემონსტრანტი. [[1992]] წლის [[მარტი|მარტში]] [[მოსკოვი|მოსკოვიდან]] მოიწვიეს [[ედუარდ შევარდნაძე]]. მის ჩამოსვლისთანჩამოსვლასთან ერთად სამხედრო საბჭომ ძალაუფლება გადააბარა სახელმწიფო საბჭოს, რომელშიც შედიოდნენ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე გახდა. შექმნილ ვითარებაში აუცილებელი გახდა [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (1992)|საპარლამენტო არჩევნების]] ჩატარება, რადგან ძალაუფლება იყო არალეგიტიმური ორგანოს ხელში. 1992 წლის ოქტომბერში არჩეული პარლამენტი აღმოჩნდა ყველაზე მრავალპარტიული საქართველოს ისტორიაში. ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.
 
1993 წლის 31 აგვისტოს [[ზუგდიდი|ზუგდიდში]] შეიკრიბა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოქმედი უზენაესი საბჭოს 62 დეპუტატი. მათ განიხილეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ბრძოლის მექნიზმები. 24 სექტემბერს საქართველოში ჩეჩნეთიდან დაბრუნდა ზვიად გამსახურდია (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში) და აღადგინა "დევნილი„დევნილი მთავრობა"მთავრობა“. მისი მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები მოეწყო სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში. გამსახურდიას მომხრე რაზმებმა ხელში ჩაიგდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი და სატრანსპორტო კვანძი. გამსახურდიას ძალების მიერ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ფოთის დაკავებამ რუსეთის, სომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) და აზერბაიჯანის ინტერესები ჩააგდო საფრთხეში. ამ სიტუაციაში სამივე ქვეყანამ შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა მხარი, რომელიც თავის მხრივ დათანხმდა [[დსთ|დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში]] გაწევრიანებას. სომხეთის და აზერბაიჯანის მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკური იყო, ხოლო რუსეთმა დაახლოებით 2000 ჯარისკაცი გამოგზავნა საქართველოში, რომელებმაც ქართულ ჯარი ლოჯისტიკითლოგისტიკით და იარაღით მოამარაგეს. აჯანყების ჩახშობა სწრაფად მოხერხდა. 31 დეკემბერს დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას [[გროზნო]]ში დაასაფლავეს.
 
==იხილეთ აგრეთვე==