სოციალური გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სოციალური გეოგრაფია''' — [[საზოგადოებრივი გეოგრაფია|საზოგადოებრივი გეოგრაფიის]] დარგი, რომელიც იკვლევს სოციალური მოვლენებისა და პროცესების ტერიტორიულ დიფერენციაციას. ტერმინი „სოციალური გეოგრაფია“ გაჩნდა XX საუკუნის დასაწყისში [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], როგორც ადამიანის გეოგრაფიის სინონიმი. გერმანულენოვან გეოგრაფიულ ლიტერატურაში სოციალური გეოგრაფიის თეორიულ საფუძველში გამოიყენებოდა კულტურულ-ლანდშაფტური მიდგომა, სადაც [[კულტურის ლანდშაფტი]] განიხიხილებოდა როგორც სოციუმისა[[სოციუმი]]სა და ბუნებრივი სივრცის ურთიერთკავშირის შედეგი. თანამედროვე სოციალური გეოგრაფია შეისწავლის მოსახლეობის დემოგრაფიულ და სოციალურ კვლავწარმოებას (მის პირობებს, კანონზომიერებებსა და ტენდენციებს). აგრეთვე სივრცულ სისტემებსა და სტრუქტურებს, რომლებიც უზრუნველყოფს მის კვლავწარმოებას. სოციალური გეოგრაფიის საკვანძო გაგებაა ადამიანთა ტერიტორიული ერთიანობა, სადაც იგულისხმება სოციალური ჯგუფი, რომელიც წარმოიქმნება საერთო ტერიტორიაზე ბინადრობის შედეგად. ტერმინი წარმოიშვა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], სადაც მას შესაძლოა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იყენებდნენ [[ელიზე რეკლიუ]] და [[ფრედერიკ ლე პლესპლე]]ს სკოლის სოციოლოგისტები. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინს აქვს თითქმის 100-წლიანი ისტორია, არ არსებობს ერთიანი კონსენსუსი მისი რაობის შესახებ.