ქართულ-სელჩუკური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 70:
ამის შემდეგ ქართველები უფრო სამხრეთისკენ მიიწევენ. 1162 წელს გიორგი მესამემ ქალაქ [[დვინი|დვინზე]] გაილაშქრა. თამარის ისტორიკოსის და [[მათეოს ურჰაეცი]]ს სიტყვებიდან ირკვევა, რომ ბრძოლა დვინის წინ გაიმართა, რის შემდეგაც ქართველები უკუქცეულ გადარჩენილ მტერს კვალდაკვალ ქალაქის კარამდე მიჰყვნენ და ზარდაცემულ ლაშქარს შიგ დვინში შეყვნენ, ქალაქი აიღეს და არაქრისტიანული მოსახლეობა დაარბიეს. ქართველთა მხედრობა შინ ნადავლით და ტყვეებით დატვირთული დაბრუნდა.<ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 232-233</ref> დვინიც საქართველოს მეფეს დაემორჩილა.
 
საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მუსლიმი ამირები აიძულა, უფრო მეტი ერთსულოვნებით შეკავშირებულიყვნენ და ქართველებისთვის წინააღმდეგობა შეერთებული ძალით გაეწიათ. „[[ილდეღიზიდები|აზერბაიჯანის ათაბაგმა]]“, [[დიარბაქირი]]ს მმართველმა, [[შაჰ-არმენები|შაჰ-არმენმა]] და [[სალთუკიდები|არზრუმის ამირამ]] ლაშქარი შეკრიბეს და საქართველოს წინააღმდეგ დაიძრნენ, „მომართეს ქუემოკერძოსა ქუეყანასა სომხითისა და მოადგეს [[გაგის ციხე|ციხესა გაგისასა]], აიღეს იგი და მოაოჴრნეს ყოველი საზღვარნი“. ამის შემდეგ მუსლიმები ანისისკენ დაიძრნენ. მათ ლაშქარს შამსადდინ [[ილდეღიზიდები|ილდეღიზი]] ათაბაგი შამსადდინი სარდლობდა. სომეხი ისტორიკოსი ვარდან ბარძბერდეცი თავის „ისტორიაში“ გადმოგვცემს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ანისს მოსვენება არ ჰქონდა. საქართველოს თანდათან უჭირდა ბრძოლა ანისისათვის. ამიტომაც, როდესაც [[ილდეღიზიდები|ილდეღიზმა]] ამირამ გიორგი მესამეს ზავი შესთავაზა, საქართველოს მეფე მას კმაყოფილი დაეთანხმა. თანაც „უბოძა ანისი თვისსავე მემამულესა და ითაყვანა თავისა თვისისა ყმადა“. შამსადდინმა ქალაქი [[შედადიანები|შედადიანებს]] გადასცა. ამირგად, ანისის ახალი მუსლიმი მმართველი საქართველოს მეფის ყმადნაფიცი გამხდარა. [[ივანე ჯავახიშვილი|ივ. ჯავახიშვილი]] [[მარი ბროსე|მ. ბროსესთან]] ერთად ვარდან ბარძბერდეცის ცნობაზე დაყრდნობით ანისის გადაცემას 1165 წლით ათარიღებს. <ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 237-238: <blockquote>რაკი ვარდანი ამბობს, რომ არლსანი ანისს ოთხი წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდაო, მ. ბროსესთან ერთად უნდა დავასკვნათ, რომ გიორგი მეფეს არსლანისათვის ანისი 1165 წ. (1161 + 4) უწყალობებია.</blockquote></ref>
 
როგორც ვარდან ბარძბერდეცის ცნობიდან ირკვევა, გიორგი მეფეს ანისი სხვათა„სხვათა ხელშიხელში“ დიდხანს არ დაუტოვებია. 1173 წელს<ref>სხვა წყაროებით 1174 წელს.</ref> გიორგი მესამემ ანისი აიღო, ქალაქის ამირა შაჰანშაჰი თან წაიყვანა და უკან აღარ გამოუშვა (შაჰანშაჰი ტყვეობაში გარდაიცვალა). როდესაც ეს თურქებმა შეიტყვეს, კვლავინდებურად სცადეს ანისის დაბრუნება შეერთებული ძალით, მიადგნენ ქალაქს და შირაკის სანახები ააოხრეს. ვარდანის თქმით, [[ივანე I მხარგრძელი|ივანე ამირსპასალარს]] ანისის თურქთათვის დათმობა სურდა, თუმცა ანისის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით აზრი შეიცვალა. მტერი უკან ცარიელი გაბრუნდა.<ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 239</ref> თუმცაღა, წარწერა ანისის ციხის კედელზე გვამცნობს, რომ შედადიანებმა 1199 წლისთვის აღადგინეს თავიანთი ძალაუფლება ანისზე.<ref>Peacock, Andrew (2011). [http://www.iranicaonline.org/articles/shaddadids Encyclopædia Iranica Online]. "Shaddadids": <blockquote>The lands across the Araxes river were in the hands of another member of the Shaddadid dynasty, Solṭān b. Maḥmud b. Šāvor, who left an inscription dated Ṣafar 570/September 1174 in the citadel at the village of Dashtadem near Talin in modern Armenia (Khachatryan, p. 46). At some unknown point, this individual revived Shaddadid rule in Ani, where another inscription, dated 595/1198-9, gives his name in full as Solṭān b. Maḥmud b. Šāvor b. Manučehr al-Šaddādi (Minorsky, pp. 100-101). Minorsky believes Solṭān b. Maḥmud to be the Šāhanšāh of the literary sources, though he could equally well be another, otherwise unattested, member of the dynasty . Solṭān's inscription at Ani is the last we hear of the Shaddadids, and by 1200 the Georgian queen Tamar had handed the city over to the Christian Mkhargrzdeli family.</blockquote></ref>
 
==თამარის ეპოქა==