ქართულ-სელჩუკური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
|||
ხაზი 72:
საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მუსლიმი ამირები აიძულა, უფრო მეტი ერთსულოვნებით შეკავშირებულიყვნენ და ქართველებისთვის წინააღმდეგობა შეერთებული ძალით გაეწიათ. „[[ილდეღიზიდები|აზერბაიჯანის ათაბაგმა]]“, [[დიარბაქირი]]ს მმართველმა, [[შაჰ-არმენები|შაჰ-არმენმა]] და [[სალთუკიდები|არზრუმის ამირამ]] ლაშქარი შეკრიბეს და საქართველოს წინააღმდეგ დაიძრნენ, „მომართეს ქუემოკერძოსა ქუეყანასა სომხითისა და მოადგეს [[გაგის ციხე|ციხესა გაგისასა]], აიღეს იგი და მოაოჴრნეს ყოველი საზღვარნი“. ამის შემდეგ მუსლიმები ანისისკენ დაიძრნენ. მათ ლაშქარს [[ილდეღიზიდები|ილდეღიზი]] ათაბაგი შამსადდინი სარდლობდა. სომეხი ისტორიკოსი ვარდან ბარძბერდეცი თავის „ისტორიაში“ გადმოგვცემს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ანისს მოსვენება არ ჰქონდა. საქართველოს თანდათან უჭირდა ბრძოლა ანისისათვის. ამიტომაც, როდესაც [[ილდეღიზიდები|ილდეღიზმა]] ამირამ გიორგი მესამეს ზავი შესთავაზა, საქართველოს მეფე მას კმაყოფილი დაეთანხმა. თანაც „უბოძა ანისი თვისსავე მემამულესა და ითაყვანა თავისა თვისისა ყმადა“. შამსადდინმა ქალაქი [[შედადიანები|შედადიანებს]] გადასცა. ამირგად, ანისის ახალი მუსლიმი მმართველი საქართველოს მეფის ყმადნაფიცი გამხდარა. [[ივანე ჯავახიშვილი|ივ. ჯავახიშვილი]] [[მარი ბროსე|მ. ბროსესთან]] ერთად ვარდან ბარძბერდეცის ცნობაზე დაყრდნობით ანისის გადაცემას 1165 წლით ათარიღებს. <ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 237-238: <blockquote>რაკი ვარდანი ამბობს, რომ არლსანი ანისს ოთხი წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდაო, მ. ბროსესთან ერთად უნდა დავასკვნათ, რომ გიორგი მეფეს არსლანისათვის ანისი 1165 წ. (1161 + 4) უწყალობებია.</blockquote></ref>
როგორც ვარდან ბარძბერდეცის ცნობიდან ირკვევა, გიორგი მეფეს ანისი სხვათა ხელში დიდხანს არ დაუტოვებია. 1173 წელს<ref>სხვა წყაროებით 1174 წელს.</ref> გიორგი მესამემ ანისი აიღო, ქალაქის ამირა შაჰანშაჰი თან წაიყვანა და უკან აღარ გამოუშვა
==თამარის ეპოქა==
|