ვარდიკო ნადიბაიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30:
 
==ბიოგრაფია==
ვარდიკო ნადიბაიძე დაიბადა [[1939]] წლის [[31 მარტი|31 მარტს]] სოფელ [[მლეთა]]ში, [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის რაიონში]], მიხეილ და სიდონია ნადიბაიძეების ოჯახში. დაამთავრა რიაზანის სამხედრო საავტომობილო სასწავლებელი [[1961]] წელს;. [[1967]]-[[1972]] წლებში სწავლობდა ა. ვ. ხრულიოვის სახელობის ზურგის სამსახურის და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიაში ([[ლენინგრადი]]). აკადემიის დამთავრებისთანავე დაინიშნა [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] სამხედრო ოლქში მე-4 საერთო-საჯარისო არმიის 75-ე მოტომსროლელი დივიზიის 34-ე მოტომსროლელი პოლკის საავტომობილო სამსახურის უფროსად.
 
[[1974]] წელს გახდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსი ოფიცერი მომარაგების დარგში. [[1975]]–[[1976]] წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ავტოინსპექციის უფროსი; [[1976]]–[[1978]] წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავტოინსპექციის უფროსი ინსპექტორი; [[1978]]–[[1986]] წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსის მოადგილე. [[1986]] წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსად. [[1992]] წელს დაინიშნა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილედ შეიარაღების დარგში.