სქესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Mdedrobiti
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
178.244.24.157-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Mehman97-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:Sperm-egg.jpg|მინი|მამრობითი გამეტა ([[სპერმა]]) განაყოფიერდება მდედრობით გამეტაში ([[კვერცხუჯრედი]])]]
[[ფაილი:Male and female pheasant.jpg|მინი|[[ხოხობი]]: მარცხნივ — მდედრი, მარჯვნივ — მამრი]]
'''Mdedrobitiსქესისქესი''' — [[ორგანიზმი]]ს [[მორფოლოგია (ბიოლოგია)|მორფოლოგიურ]] და [[ფიზიოლოგია|ფიზიოლოგიურ]] ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მის მონაწილეობას ახალ თაობათა წარმოქმნაში და შთამომავლობისათვის მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემაში. მამრობითი და მდედრობითი გამეტების შერწყმით მიიღება [[ზიგოტა]], რომელშიც ერთიანდება რეკომბინირებული მემკვიდრული მასალის შემცველი ორივე მშობლის ჰაპლოიდურ ქრომოსომათა ნაკრები. ამიტომ ორსქესიან პოპულაციებში გამუდმებით წარმოიქმნება გენეტიკურად განსხვავებული ფორმები, რომლებიც მდიდარ მასალას წარმოადგენენ [[ბუნებრივი გადარჩევა|ბუნებრივი გადარჩევისათვის]]. მრავალუჯრედიან ორგანიზმებში სქესობრივმა პროცესმა სქესის რთული დიფერენცირება განიცადა. სპეციალურ (გენერაციულ) ორგანოებში ხდება დიდი ზომის უძრავი ან ნაკლებად მოძრავი მდედრობითი სქესის და პატარა, უმეტესად მოძრავი მამრობითი სქესის [[გამეტები]]ს ჩამოყალიბება.<ref name="qse">{{ქსე|9|621-622|შათირიშვილი ა.|არა}}</ref>
 
მცენარეთა დიდ ნაწილში და ზოგიერთ ცხოველში ორივე ტიპის [[გამეტები]] ყალიბდება ერთსა და იმავე ინდივიდში, ცხოველების უმრავლესობაში კი — სხვადასხვაში, რომლებიც შესაბამისად მამრობით და მდედრობით ფორმებად იყოფიან. ცალსქესიანი ინდივიდები განსხვავდებიან პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნებით, [[ქცევა|ქცევით]]. ორსქესიან მცენარეებსა და ჰერმაფროდიტ ცხოველებში შინაგანი ფაქტორების მოქმედებით გენეტიკურად ერთგვაროვანი უჯრედებიდან ყალიბდება მდედრობითი და მამრობითი სასქესო ორგანოები. განასხვავებენ სქესის პროგამურ, ეპიგამურ და სინგამურ განსაზღვრას.<ref name="qse" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სქესი“-დან