ვასილი გრიგოროვიჩ-ბარსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ 7 კატეგორიები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 1:
'''ვასილი გრიგოლის ძე გრიგოროვიჩ-ბარსკი''' ({{lang-ru|Василий Григорьевич Григорович-Барский}}; დ. [[1 იანვარი]], [[1701]], [[კიევი]], — გ. [[7 ოქტომბერი]], [[1747]], იქვე) — [[მალოროსია|მალოროსიელი]] მოგზაურ-მომლოცველი, მწერალი.
 
სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, მაგრამ სწავლა ავადმყოფობის გამო შეწყვიტა. [[1724]] წელს შევიდა [[ლვოვი]]ს [[იეზუიტები|იეზუიტთა]] აკადემიაში მოგონილი გვარით (ბარსკი), მაგრამ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, გარიცხეს აკადემიიდან. [[1724]] წლიდან იმოგზაურა და მოილოცა [[რომი]], [[საბერძნეთი]], [[სირია]] და [[პალესტინა]]. [[1735]] წელს [[ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია|ანტიოქიის პატრიარქმა]] სილვესტრმა ბერად აკურთხა ვასილის სახელით. 1747 წელს, უკვე მძიმედ დაავადებული, დაბრუნდა კიევში. გრიგოროვიჩ-ბარსკის მოგზაურობის დროინდელი ჩანაწერები რუსულ ენაზე ცალკეულ ფრაგმენტებად რამდენჯერმე გამოიცა XVIII–XIX საუკუნეებში. აქვს ცნობები იერუსალიმისა და ათონის ქართული სავანეების შესახებ. [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მონასტერში]] უნახავს ქართველ მეფეთა პორტრეტები. დაწვრილებით აქვს აღწერილა [[ათონის ივერთა მონასტერი]], მისი ისტორია, ქართველთა საქმიანობა, შეისწავლა სავანეში დაცული ძველი საბუთები. ქართველთა ნაკვალევი მან [[ფილოთეის მონასტერი|ფილოთეოსის მონასტერშიც]] შენიშნა.
 
==ბიბლიოგრაფია==