ბორის ცხოვრებოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბორის ალექსანდრეს ძე ცხოვრებოვი''' ('''ცხურბათი''') [დ. [[25 აგვისტო]] (ან [[25 ნოემბერი]]), [[1911]]; სოფ. [[მსხლები (ჯავის მუნიციპალიტეტი)|მსხლები]], ახლანდ. [[ჯავის მუნიციპალიტეტი]]] — [[ოსები|ოსი]] [[სსრკ|საბჭოთა]] მსახიობი. [[საქართველოს სსრ]] დამსახურებული ([[1954]])<ref name="თარიღები" /> და სახალხო არტისტი ([[1972]]). სკკპ წევრი [[1940]] წლიდან.
 
[[1935]] წელს დაამთავრა [[რუსთაველის სახელობის თეატრი|რუსთაველის სახელობის თეატრთან]] არსებული დრამატული სტუდია. [[1933]] წლიდან კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. თანაბარი წარმატებით თამაშობდა ტრაგედიულ და კომედიურ როლებს. მის მიერ შექმნილი სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: ჩერმენი (გ. ფლითის „ჩერმენი“), ტატე (ვ. სანაყოევის „ტატე ჯიოევი“), ლოპესი (ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ზაბელინი (ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“), ილიკო (დ. ჯიოთის „ილიკო ფუხათი“), ჯემალა ([[კანდელაკი, ვალერიან|ვ. კანდელაკის]] „[[მაია წყნეთელი]]“), ბათა (მ. კაიროვის „ბათას შვილები“), გიორგი ([[ჭავჭავაძე, ილია|ი. ჭავჭავაძის]] „[[ოთარაანთ ქვრივი]]“), დომინგო (ფ. შილერის „დონ კარლოსი“), კასიო ([[შექსპირი|უ. შექსპირის]] „[[ოტელო]]“), პუპა (ე. ბრიტაევის „ორი და“), ისაკი (ნ. გაგლოევის „ისაკ ხარებოვი“), პავლინი, ბარონი (მ. გორკის „ეგორ ბულიჩოვი და სხვები“ და „ფსკერზე“), ონისე ([[მრევლიშვილი, მიხეილ|მ. მრევლიშვილის]] „ზვავი“), საფრანგეთის მეფე (შექსპირის „[[მეფე ლირი]]“), პრეზიდენტი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და სხვ.<ref name="თარიღები">საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო. გვ.38, თბ., 1991.</ref>
 
დაჯილდოებულია [[საპატიო ნიშნის ორდენი|„საპატიო ნიშნის“ ორდენითა]] და მედლებით.