სვანეთის აჯანყება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
თანამედროვე სიტყვებით შეეცადეთ დაწერა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
31.146.253.6-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 94.240.208.166-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 3:
 
ერთი წლის უშედეგო დევნის შემდეგ მაზრის სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციამ სოფ. [[ხალდე]]ს მცხოვრებთ მოსთხოვა უზრუნველეყოთ თანასოფლელების გ. გასვიანისა და ჩ. ჯოხაძის პოლიციაში გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელს დასჯით ემუქრებოდნენ. ულტიმატუმის შეუსრულებლობის გამო სამხედრო ასეული სოფელში შევიდა და ჯარისკაცები მცხოვრებლებს დაერივნენ. ხალდელებმა თავიანთი კოშკებიდან მომხდურებს ცეცხლი დაუშინეს, ასეულის უფროსი, მამასახლისი და რამდენიმე ჯარისკაცი დახოცეს. ამას მოჰყვა მაზრის უფროსის, ბოქაულის, მომრიგებელი მოსამართლის, აგრეთვე რამდენიმე სამოქალაქო და სამხედრო პირის სიკვდილი თუ დაჭრა (პირველივე ბრძოლაში თითქმის მთელი ასეული განადგურდა, ხალდელთაგან მხოლოდ რამდენიმე კაცი დაიჭრა).
 
საგანგაშო ვითარების გამო სვანეთში ახალი დიდი სამხედრო ექსპედიცია გაიგზავნა (1200-კაციანი რეგულარული ნაწილი, საარტილერიო ბატარეა, მესანგრეთა რაზმი და მილიციის ს ასეული). ამასთანავე მზადყოფნაში მოიყვანეს [[ყაბარდო]]სა და [[აფხაზეთი]]ს ხაზის სამხედრო ნაწილები, რომლებიც საჭირო შემთხვევაში სვანეთში ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან უნდა შეჭრილიყვნენ. [[1876]] წლის 21 აგვისტოს დილით დაიწყო იერიში, რომელიც 27 აგვისტოს აჯანყებულების შეპყრობით, ხალდეს აღებით და სრული მოსპობით დამთავრდა. შეპყრობილ 8 კაცს სახელდახელო სამხედრო სასამართლომ სამუდამო კატორღა ან შორეულ მხარეში გადასახლება მიუსაჯა. ამასობაში დააპატიმრეს აჯანყების 22 მონაწილეც, რომელთა დასაცავად აღდგა საქართველოს ფართო საზოგადოება [[წერეთელი, აკაკი|ა. წერეთლის]], ნ. ნიკოლაძის, დ.ლორთქიფანიძის, ლ. ლოლუასა და სხვების მეთაურობით. მიუხედავად მხურვალე თანაგრძობისა და მხარდაჭერისა, აჯანყების ყველა მონაწილეს ხანგრძლივი კატორღა ან სამუდამო გაციმბირება მიესაჯა. ამასთანავე აიკრძალა ხალდეში დასახლება, მას ახალი იფრალი დაერქვა. აჯანყებას მიეძღვა ცნობილი სვანური სიმღერა "გაულგავხე".
 
==ლიტერატურა==