ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
[[ფაილი:Pinus sylvestris hamata Bakuriani3.jpg|მინიატიურა|[[ჩვეულებრივი ფიჭვი]] ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღში]]
'''ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი''' — [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ბოტანიკის ინსტიტუტისაინსტიტუტის, მაღალმთის ბოტანიკური ბაღი. მდებარეობს [[ბაკურიანის ქედი|ბაკურიანის ქედის]] სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1700 [[მ]] სიმაღლეზე. დაარსებულია [[1910]] წელს [[კოხტაგორა|კოხტაგორის]] დასავლეთ კალთაზე ა. როლოვისა და ა. ფომინის ინიციატივით. [[1934]] წელს ბაღი საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტს გადაეცა. [[1937]] წელს ბაღი გაშენდა ახალ ტერიტორიაზე. უკავია 17 [[ჰა]] ფართობი. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის მაღალმთიანეთის მცენარეების ინტროდუქცია, მათი აკლიმატიზაცია და დამახასიათებელ ბიოეკოლოგიურ თავისებირებათა დადგენა. ამავე დროს ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი ექსპერიმენტული ბაზაა. მის ტერიტორიაზე შექმნილია საცდელი ნაკვეთები და კოლექციები, რომელთა შორის აღსანიშნავია:
 
* ალპურ მცენარეთა კოლექცია (თავმოყრილია კავკასიის სხვადასხვა რაიონიდან გადმოტანილი 1200-მდე [[სახეობა]] — [[ქარცხვი]], [[კენკეშა]], [[ცის-ფოლიო]], [[ბაიერნის ფურისულა]], [[აღმოსავლური ყაყაჩო]], [[ჯავახური ფამფარულა|ჯავახური]] და [[კეცხოველის ფამფარულა]], [[ჭრელი წივანა]], [[მთის ბარისპირა]], [[ფრინტა]], მშვენიერი დეზურა, [[პონტოური ნაღველა]] და სხვა), რომელსაც 1,5 ჰა-მდე ფართობი უკავია.
ხაზი 7:
 
* [[მერქნიანი ჯიშები|მერქნიან მცენარეთ]]ა კოლექცია: კავკასიის 75 სახეობა (მაღალმთის ნეკერჩხალი, აღმოსავლური მუხა, ლიტვინოვის და მედვედევის არყი, [[კავკასიური სოჭი]], [[თელა]], [[ცაცხვი]], [[დეკა (მცენარე)|დეკა]], უნგერნის შქერი და სხვა). ეგზოტიკურ მცენარეთა 66 სახეობა ([[დუგლასის ცრუცუგა]], ევროპული, ენგელმანის და [[მჩხვლეტავი ნაძვი]], მანჯურიული კაკლის ხე, ამურის ხავერდის ხე, ციმბირული ლარიქსი და სხვა). საცდელ ნაკვეთებზე გაშენებულია მოცხარის (თეთრი, წითელი და შავი), მაყვლის, ხურტკმელისა და მიჩურინული ყინვაგამძლე [[ვაშლი]]ს სხვადასხვა ჯიში, რომლებიც შემოტანილია [[1939]] წელს. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი უცხოეთის ზოგიერთ ბოტანიკურ დაწესებულებას უცვლის თესლს იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ინსტიტუტი.
 
== ლიტერატურა ==
{{commonscat|Bakuriani Botanical Garden}}